x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
როგორ დავაჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა და მოვიკლოთ ზედმეტი კილოგრამები

დიდი ხანია რაც დამტკიცდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლის პროცესი უფრო ნელი ხდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე 35 წლის მერე ხდება. რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში თუ უზადოდ გვსურს გამოვიყურებოდეთ? როგორც აღმოჩნდა, იმისთვის რომ ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი) აღვადგინოთ, გარკვეული წესები უნდა დავიცვათ.


image


ამასთან, სიბერის პროცესი ორგანიზმში მაშინ იწყება, როდესაც ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა ხდება. იმ მიზნით რომ ნივთიერებათა ცვლა მოვიწესრიგოთ, აუცილებელია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე მნიშვნელოვანია სასარგებლო და დაბალანსებული კვება.


არსებობს კიდევ ცალკეული წესები, რომელთა სისტემატიური დაცვაც დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის დაჩქარებაში და ასე აქტიურად აღარ მოიმატებთ ზედმეტ კილოგრამებს.


რა იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას და როგორ აღვიდგინოთ ის


ფარისებრი ჯირკვალი


image


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს, მისი შენელება კი წონის მატებას იწვევს, ასევე, აპათიას, დაღლილობასა და დეპრესიას. ყოველივე ამასთან ერთად ქვეითდება ლიბიდო (სქესობრივი ლტოლვა, სქესობრივი აქტივობის სურვილი). ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე – ჩნდება ნაადრევი სიბერის ნიშნები.


მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად ექიმი-ენდოკრინოლოგები რეკომენდაციას უწევენ თიროზინის, იოდის და იმ ვიტამინების მიღებას, რომელიც В და С ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამ უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს ფეიხოა, კარტოფილი, პომიდორი, ლობიო, ბოლოკი, შვრია, სატაცური, ზღვის პროდუქტები.



სასქესო ჯირკვლები


image


როგორც ქალის, ისევე მამაკაცის ორგანიზმში სასქესო ჯირკვლები პასუხისმგებელია დაბერების პროცესზე. ამიტომაც ექიმები გვირჩევენ თავი ავარიდოთ მკაცრ დიეტებს, რამდენადაც, მნიშვნელოვანი ელემენტების ნაკლებობა უარყოფითად აისახება სასქესო ჯირკვლების მუშაობაზე.

იმისთვის რომ ნორმალურად ფუნქციონირებდეს, აუცილებელია რაციონში ჩართათ ის პროდუქტები, რომელიც შეიცავს С და Е ვიტამინებს.


თირკმელზედა ჯირკვალი

image


გამოყოფს ჰორმონს, რომელიც ორგანიზმის ენერგიით ავსებს. თირკმელზედა ჯირკვლის სწორი მოშაობა პოზიტიურად მოქმედებს ლიბიდოზე, კუნთებზე და რა თქმა უნდა, მატაბოლიზმზე. მათ ტონუსში მოსაყვანად საკვეში ჩართეთ ისეთი პროდუქტები, რომელიც შეიცავს А, С და Е ვიტამინები.


პარაფარისებრი ჯირკვლები

image


ამ ჯირკვლების მუშაობის დარღვევა იწვევს მწვავე გაღიზიანებას, აუხსნელ და უკონტროლო სიბრაზეს, ზედმეტი აღგზნებულებას. აღნიშნულმა ჯირკვლებმა დაუბრკოლებლად რომ იმუშაოს, ორგანიზმმა საკმარისი რაოდენებით D ვიტამინი უნდა მიიღოს, რომელსაც შეიცავს თევზის ქონი და კვერცხის გული.


კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი)


image


ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევა იწვევს ბევრ ნეგატიურ შედეგს ჩვენს ორგანიზმში. მასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შესაძლოა განვითარდეს დიაბეტი. ამ დაავადების პროფილაქტიკისა და მეტაბოლიზმის აღდგენის მიზნით უნდა მიიღოთ გლუტამინის მჟავა, ცისტინი და В ჯგუფის ვიტამინები.


ისარგებლეთ ზემოთ შემოთავაზებული რჩევებით, რათა დააჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა – მოიკლოთ კილოგრამები, დარჩეთ ახალგაზრდა რაც შეიძლება დიდ ხანს. ამით ამაღლდება თქვენი თვითშეფასება და გაუმჯობესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.


ასევე დაგაინტერესებთ:


მიიღეთ ეს სასმელი დილის 8 საათზე – თქვენი მუცლის ცხიმი ელვის სისწრაფით გაქრება!


5 ფაქტორი, რომელიც ნაადრევ სიბერეს იწვევს


სასიკვდილო დოზები ჩვენი ორგანიზმისთვის


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


როგორ ანადგურებს სელფი ადამიანის ფსიქიკას – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დასკვნა


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე

1
1131
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1131
  
2017, 3 ივლისი, 11:10
როგორც ყოველთვის კითხვადი და საინტერესოა...
0 1 1