x
image
beko777
„ნარინჯისფერი ქობულეთის“ მე-14 ფესტივალი 14 ქვეყანასთან ერთად
image
უკვე 14 წელიწადია, რაც აჭარაში მედია-ჯგუფი „აჭარა პ.ს“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან, ტიტულოვან და ნაყოფიერ ფესტივალ-კონკურსს „ნარინჯისფერ ქობულეთს“ ატარებს. სიმბოლურია, რომ ქალაქ ქობულეთში წელს 14 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან და კონკურსშიც 14-ვე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, საინტერესოა, რომ სტუმრები იქნებიან - ირანიდან, საფრანგეთიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ა.შ. ანუ ფესტივალი უფრო მეტად ამყარებს თავის საერთაშორისო სტატუს.


ჯემალ მეგრელიძე (ფესტივალის ორგანიზატორი) - წელს ერთი სასიამოვნო სიურპრიზი გვაქვს მონაწილეთათვის, ივლისის თვის ბოლოს, ანუ მაშინ როცა უკვე კონკურსი დამამთავრებელ ეტაპზე გადავა, დასკვნით კონცერტზე გამოვლინდება ექვსი ქობულეთელის სახელობის ჯილდო, რომელიც გადაეცემა მთელი თვის მანძილზე მიმდინარე მონიტორინგის შემდეგ კონკრეტულ ქოროგრაფიულ ჯგუფებს, სოლო-შემსრულებლებს, მოკლედ დამსახურებულად მათ, ვინც ჟიურის მხრიდან ამათუიმ აღიარებას მოიპოვებს
- ვინ არის ეს ექვსი ქობულეთელი, ვისი სახელობის ჯილდოებიც გადაეცემათ კონკურსის მონაწილეებს ბ-ნო ჯემალ?
- ჩამოგითვლით, - გურამ თამაზაშვილი, ქამილ ტაკიძე, სულიკო მამულაშვილი, იუსუფ ვერულაძე, უდიდესი ვოკალისტი და ლოტბარი ამირან ბერიძე და განდაგანას ლეგენდარული ფუძემდებელი თოფარ მელაძე, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების ხსოვნა კიდევ ერთხელ იქნება ჩვენი, როგორც ორგანიზატორების მხრიდან და მონაწილეების მხრიდანაც რათქმაუნდა დაფასებული და უკვდავყოფილი.
image
ყველა ქვეყანას ჟიურიში ამჯერადაც საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, რაც უფრო ღიას გახდის ხუთ ბალიანი სისტემით ხმის მიცემის პროცედურას და შესაბამისად შედეგებიც უფრო დემოკრატიული და რეალური გამოვა.


აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ტრადიციულად დაესწრებიან საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულ საკუთარ რჩეულებსაც გამოავლენენ „ნარინჯისფერი ქობულეთის“ მთელი კონკურსის პერიოდში.


„ნარინჯისფერი ქობულეთის“ ტრადიციული სპონსორი ამჯერადაც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და მათი ნარინჯისფერი გამაგრილებელი სასმელი „ფანტა“ იქნება, ასევე ტრადიციულად აჭარის კულტურის სამინისტროც ფესტივალის გვერდით დგას, ქობულეთის მუნიციპალიტეტი კი, სრულ მხარდაჭერას არც ამჯერად აკლებს საორგანიზაციო კომიტეტს, მოწვეულ სტუმრებს და მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ „მედია ჯგუფი აჭარა პ.ს.“ კონკურსის ყველა დღეს პირდაპირ ეთერში გადასცემს „ტვ 12“-ზე. რათქმაუნდა ჩვენს მკითხველს და მაყურებელსაც ექნება შესაძლებლობა ფესტივალიდან მოწოდებულ ტელე-ნეტ მასალებსაც გაეცნონ, და კიდევ ერთხელ და უკვე მეთოთხმეტედ წარმატებას ვუსურვებთ და გვერდში დგომას არ მოვაკლებთ, იმ ქართულ საქმეს, რომელიც ჯემალ მეგრელიძემ საქართველოს უმშვენიერეს რეგიონში, აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთში იტვირთა.


image

image

image

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0