x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პოლიციამ სტამბულში გეი-აღლუმი დაშალა
imageგასულ უქმე დღეებში სტამბულის პოლიციამ სასტიკად დაარბია ლგბტ გაერთიანება, რომელმაც გადაწყვიტა გეი-აღლუმი ჩაეტარებინა ქალაქში, ადგილობრივი ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად.

image

სტამბულის პოლიციამ დაშალა ყოველწლიური "სიამაყის აღლუმის" მონაწილეები. მათ სასამსახურო ძაღლები მიუსიეს, აგრეთვე პლასტიკური ტყვიები დაუშინეს და ცრემლსადენი კვამლი გამოიყენეს.

image



თავიდან აღლუმის მონაწილეები აპირებდნენ ტაქსიმის მოედანზე შეკრებას, თუმცა პოლიციამ კორდონი გააკეთა და არ მისცა მონაწილეებს იქ შეკრების უფლება, -მიზეზად ქალაქის ზეიმის გამართის სამზადისი დაასახელეს.

image

შემდეგ მონაწილეები კოლონად დაეწყვნენ და შეეცადნენ ისტიკლიალის -სტამბულის ერთ–ერთ მთავარ ქუჩაზე გასვლას.

image

პოლიციელებმა მონაწილეები გააფრთხილეს, რომ ჯგუფებად არ შეკრებილყვნენ, გაევლოთ და ქუჩაზე მოძრაობა არ შეეფერხებინათ, ამის შემდეგ გეი-აღლუმის მონაწილეებმა მიზ სოკაკის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

image

ამის შემდეგ სამართალდამცავებმა პლასტიკური ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს, აგრეთვე მონაწილეებს სასამსახურო ძაღლები მიუქსიეს.დააკავეს 23 ადამიანი, რა ბრალდებას წაუყენებენ მათ ჯერჯერობით უცნობია.


ერთ-ერთი ადგილობრივი საინფორმაციოს ცნობით, პოლიციელები თავს დაესხნენ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებიც გეი-აღლუმის გაშუქებას აპირებდნენ.

image

ყოველწლიური გეი-მსვლელობა "სიამაყის აღლუმი" 2000-იანების დასაწყისიდან იმართებოდა სტამბულში და ყველაზე მასშტაბური გეი-აღლუმი იყო მუსულმანურ სამყაროში.

image

2015 წლიდან იგი აიკრძალა ხელისუფლებაში ისლამური პარტია "სამართლიანობა და განვითარების" მოსვლის შემდეგ.


ლგბტ-საზოგადოება არ აპირებს ფარ-ხმლის დაყრას და აცხადებს, რომ დაუღალავად იბრძოლებს ყოველწლიური "სიამაყის აღლუმის" გამართვისთვის.

"ეს არის დანაშაული-სიძულვილის და ქსენოფობიის ფონზე"-განაცხადა აღლუმის ერთ-ერთმა მონაწილემ, მეცნიერების და განათლების მუშაკთა პროფკავშირების წევრმა აიშე პანუნმა.


0
226
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0