x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ზოლები და ლაქები - გაითვალისწინეთ!
image

ფრჩხილების მოვლაზე საკმაოდ დიდ ენერგიას ვხარჯავთ, განსაკუთრებით ქალები. მაგრამ ფრჩხილი ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს: მათი საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ მთელი ორგანიზმის მდგომარეობა.

ქვემოთ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავიგოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ფრჩხილების მეშვეობით.

თეთრი ლაქები ფრჩხილებზე


image
სავარაუდო მიზეზი: ტრავმა.


ფრჩხილებზე პატარა თეთრი ლაქები საფრთხეს არ წარმოადგენს და, ჩვეულებრივ, მცირე ტრავმის შედეგად ჩნდება. სხვა შემთხვევაში ასევე შესაძლოა ვიტამინების ნაკლებობაზეც მიუთითებდეს.

ჰორიზონტალური თეთრი ხაზები



image
სავარაუდო მიზეზი: ტრავმა ან თუთიის უმარისობა.


ჰორიზონტალური ხაზები, ისევე, როგორც ლაქები, შეიძლება ფრჩხილის ტრავმის შედეგად გაჩნდეს, ან თუთიისა და კალციუმის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ისეთი დაავადების ნიშანიც იყოს, როგორიცაა დიაბეტი ან ფსორიაზი. ამ შემთხვევაში, ჰორიზონტალური თეთრი ხაზები ერთდროულად გაჩნდება რამდენიმე ფრჩხილზე.


ვერტიკალური ფხაჭები


image
სავარაუდო მიზეზი: ვიტამინების ნაკლებობა ან ტრავმა.

ვერტიკალური ფხაჭები ფრჩხილზე ნიშანია კუტიკულას ან ფრჩხილის ძირის ტრავმის (მაგალითად, მანიკურის დროს), თუმცა ასევე შეიძლება B12 ვიტამინის, თუთიისა ან მაგნიუმის ნალებობაზეც მიუთითებდეს.
50 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ამგვარი ფხაჭები ნორმალური მოვლენაა - ჩვენი ფრჩხილი ხომ ისევე ბერდება, როგორც მთელი ორგანიზმი. ფრჩხილზე ამგვარი ფხაჭები სახეზე გაჩენილი ნაოჭების ერთგვარი ანალოგია.

ყვითელი ფრჩხილები


image
სავარაუდო მიზეზი: გარეგანი ფაქტორები


ფრჩხილის გაყვითლების ყველაზე გავრცელებული მიზეზი მოწევაა. იშვიათ შემთხვევაში ამგვარი ფერი შეიძლება მეტყველებდეს სოკოვან დაავადებაზე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე, დიაბეტზე, რესპირატორულ დაავადებებზე.

თეთრი ფრჩხილები


image
სავარაუდო მიზეზი: ღვიძლის დაავადება


თუ ფრჩხილები მოულოდნელად გათეთრდა, ეს შეიძლება ჰეპატიტის ან ღვიძლთან დაკავშირებული სხვა დაავადების დაწყების ნიშანი იყოს.

მოლურჯო ფრჩხილები


image
სავარაუდო მიზეზი: ჟანგბადის უკმარისობა


მოლურჯო ფერის ფრჩხილები მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფილტვების პრობლემას. ამიტომ, თუ საკუთარ ფრჩხილებზე ლურჯ შეფერილობას შენიშნავთ, უმჯობესია, ექიმს გაესინჯოთ.

ფრჩხილის უსწორმასწორო ზედაპირი


image
სავარაუდო მიზეზი: საკვები ნივთიერებების უკმარისობა ფრჩხილის ზედაპირის ტრავმა.


ფრჩხილზე უსწორმასწორობები შეიძლება გამოწვეული იყოს არაბალანსირებული კვებით, მანიკურის გაკეთების დროს ტრავმით და სტრესის შედეგადაც კი. უფრო იშვიათ შემთხვევაში, ზედაპირის უსწორმასწორობა შესაძლოა ფსორიაზის ან ართრიტის ნიშანი იყოს. ამ დროს თავად ფრჩხილი გამჭვირვალეა, მის ქვეშ კანი კი მოწითალო-ყავისფერი ჩანს.

მსხვრევადი ფრჩხილები


image
სავარაუდო მიზეზი: გარეგანი ფაქტორები


იმაში, რომ ჩვენი ფრჩხილები ხშირად იმსხვრევა და გაზრდასაც კი ვერ ასწრებს, თავად ვართ დამნაშავე. მათ, ვისაც ეს პრობლემა აღენიშნებათ, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები ჭურჭლის რეცხვისას, სარეცხი საშუალების გამოყენებისას, ნაკლებად მოიხმარონ ლაქის მოსაშორებელი საშუალებები.
იშვიათ შემთხვევაში, ფრჩხილები მსხვრევადი ხდება ფარისები ჯირკვლის დაავადებებისა და А, В და С ვიტამინებბის ნაკლებობის გამო.

მუქი ხაზი ფრჩხილებზე


image
სავარაუდო მიზეზი: დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ტრავმა.


ფრჩხილებზე მუქი ფერის ხაზები სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანება და ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთი რასის ხალხისთვის ფრჩხილებზე მუქი ფერის ხაზები ნორმალური მოვლენაა და კანის პიგმენტაციის თავისებურებებს უკავშირდება.

თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ფრჩხილის ქვეშ გაშავება დაკავშირებულია კიბოს საშიშ სახეობასთან - მელანომასთან. ამიტომ, თუ რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე ფრჩხილზე მუქი ფერის ლაქა წარმოიშვა, უმჯობესია თავის დაზღვევა და ექიმთან კონსულტაციის გავლა.

კოვზისებრი ფრჩხილები


image
სავარაუდო მიზეზი: რკინის ნაკლებობა


კოვზის ფორმის მსგავსად მოღუნული ფრჩხილი ორგანიზმში რკინის დეფიციტის ნიშანია, ან პირიქით, მის ზედმეტი რაოდენობით დაგროვებაზე შეიძლება მიანიშნებდეს. თუმცა ამგვარი ფორმის ფრჩხილი შეიძლება მემკვიდრეობითაც კი გადაეცეს.

პატარა ბავშვებში მოღუნული ფრჩხილი ბუნებრივი მოვლენაა და ორგანიზმის ფორმირებას უკავშირდება. სასკოლო ასაკისთვის, სწორი კვებისა და სრულფასოვანი განვითარების პირობებში, ფრჩხილი უნდა გასწორდეს.

ყავისფერი ფრჩხილები


image
სავარაუდო მიზეზი: ტრავმა


თუ თითი კარში არ მოგყვათ ან შემთხვევით ჩაქუჩი არ დაირტყით, მაშინ ყავიფერი შეფერილობა სეიძლება უკავშირდებოდეს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ინფექციური ენდოკარდიტი. ამ დაავადებას მთელი რიგი არასპეციფიკური სიმპტომები აქვს. ასე რომ, თუ თავს კარგად გრძნობთ და მხოლოდ ფრჩხილზე არსებული ყავისფერი ზოლი გიქმნით უხერხულობას, გაიხსენეთ, სად შეგეძლოთ დაგეზიანებინათ თითი.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. იცით რას ნიშნავს ასეთი ტერფები? - ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება!

image


2. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

image


3. თუ ცერა თითზე თითს დაიჭერთ, დიდ პრობლემას მოიხსნით - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image


4. თუ თქვენ 30 წლამდე ხართ და ჭაღარა გაგიჩნდათ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ექიმები გვაფრთხილებენ!

image


5. რას ნიშნავ სხეულზე გაჩენილი ასეთი წითელი წერტილი და როდის არის საშიში - ეს ყველამ უნდა იცოდეს!


image



თქვენი ჯანმრთელობის შესახებ სხვა სასარგებლო რჩევები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.




0
3773
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0