x
„კაცი- ვირთხა“-ერნსტ ლანსერის შემთხვევა
image

ობსესიური(აკვიატებული) ფიქრებით შეპყრობილი პაციენტების მრვალმა შემთხვევამ, ზიგმუნდ ფროიდი შთააგონა, რომ საკუთარი შრომები და დაკვირვებები ნერვოზებსა და სხვა კომპულსიურ აშლილობებზე ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო 1909 წელს.შემთხვევას პაციენტზე, რომელიც "კაცი-ვირთხის" ფსევდონიმითაა ცნობილი, ფროიდი სიღრმისეულად ხსნის, იგი საუბრობს მოცემული პაციენტის ქრონიკულ აშლილობაზე, მისი აუტანელი, აკვიატებული ფიქრები მას უბიძგებდნენ ირაციონალური, კომპულსიური ქცევისაკენ, მაგალითად, როგორიც იყო
საკუთარი კისრის დანის პირით დასერვა.ფროიდმა გამოიძია "კაცი-თაგვის" ობსეიური ნერვოზის განმაპირობებელი გარემოებები, საბოლოოდ ეს სიმპტომები დაუკავშირა და მიაწერა
მოვლენებს, მომხდარს ადრეულ წარსულში, ძირითადად ბავშვობის პერიოდში.მიუხედავად ხანგრძლივი დროითი პერიოდისა, ადრინდელმა შემთხვევამ საოცარი ზეგავლენა მოახდინა კაცის არაცნობიერზე და თითქოს აწმყოს კონტროლიც დაიწყო. "კაცი-ვირთხის" შესახებ ბევრი ვარაუდი თუ ჭორი გამოიკვეთა.მისი ვინაობა სადავო საკითხი გახდა.იგი თავიდან იდენტიფიცირებული იქნა, როგორც პოლ ლორენცი, ხოლო შემდგომში უფრო ფუნდამენტურად გამოკვლევისას ერთობლივი გადაწყვეტილებით იგი აღიარეს ერნსტ ლანსერად, რომელიც დაიბადა ვენაში 1878 წელს, მან დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი.


ერნსტ ლანსერი მრავალი წელი იტანჯებოდა ამ პრობლემით, სანამ პროფესიონალთან მივიდოდა დახმარების სათხოვნელად.1907 წელს იგი დაინტერესდა ფროიდის შრომებით და უამრავი ნამუშევარიც წაიკითხა, განსაკუთრებით მასზე იმოქმედა განხილვებმა "იდუმალ ვერბალურ ასოციციებთან" დაკავშირებით. "კაცი-ვირთხა" საბოლოოდ დაუკავშირდა ფსიქოანალიტიკოსს. ფროიდისთვის ეს ჩვეულებრივი
შემთხვევა იყო, როცა პაციენტები რაღაც დროით შუალედში იტანჯებოდნენ, სანამ ექიმთან გაივლიდნენ კონსულტაციას, საბოლოოდ კი ეს სიმპტომები მეტად შესამჩნევი, შემაწუხებელი და ცხადი ხდებოდა.

image

"კაცი ვირთხა" აქტიურად იყენებდა ჰიდროთერაპიას(სხვადასხვა ტემპერატურის წყლის გამოყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით) პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა თვით თერაპიის პირდაპირ გავლენაზე მეტად, მას ბანაობისას ადამიანებთან ურთიერთობა ეხმარებოდა.ერნსტის აკვიატებული ფიქრები ნაკლებად
შესამჩნევი იყო ახლობლების მიერ, სანამ იგი რაიმე არაადექვატურ ქცევას არ ჩაიდენდა, რასაც ხშირად უბედურ შემვევებამდეც კი მიჰყავდა ან დიდი რისკის გამომწვევი იყო.ფროიდი მოცემულ
შემთხვევას აღწერს, როგორც ობსესიური ნერვოზის "საშუალოდ მძიმე" ფორმა.იგი თვლიდა, რომ არსებული პრობლემატიკის აღმოფხვრა ბევრად გაუჭირდა, ვიდრე სხვა პაციენტებისა, რომელთაც ისტერია, შიზოფრენია ან სხვა აშლილობები ჰქონდათ.ფსიქოთერაპია 6 თვე გაგრძელდა.პაციენტმა ზედმიწევნით აღწერა თითოეული მოვლენა ღრმა ბავშვობიდან დღემდე.


როგორც აღმოჩნდა, ერნსტი მსახურობდა ჯარში, მისი ლეიტენანტი კი გამოირჩეოდა სადისტური დამსჯელობითი საშუალებებით.შეშფოთებულ მდგომარეობაში მყოფმა პაციენტმა გაუმხილა ფროიდს, თუ როგორ აიძულა ლეიტენანტმა ასეთი სადამსჯელო აქტი განეხორციელებინა-მიწაზე დაწოლილ ადამიანზე, მას ცოცხალი ვირთხებით სავსე კონტეინერი
უნდა მოეთავსებინა შიშველ სხეულზე.ეს საზიზღარი ქმედება, მისი აკვიატებული აზრების საწყისი წერტილი გახდა, იგი ამ სცენას წარმოიდგენდა მისი პარტნიორი ქალისა ან მამამისის მონაწილეობით.


image



გამომწვევი ფაქტორები


ერნსტმა აღიარა, რომ ადრეულ ასაკში სრულიად გათვიცნობიერებული იყო სექსუალობის საკითხში.მას ბავშვობაში ჰქონდა დაუოკებელი სურვილი, ენახა შიშველი ქალი.ფროიდის ფსიქოდინამიკური თეორიის მიხედვით, ეს სურვილი უკავშირდებოდა მის იდს, რომელიც აკონტროლებდა ეგოსა და სუპერ ეგოს. რადგანაც ამ პერიოდში მოზარდის სუპერ ეგოც ვითარდება, ბავშვი განიცდიდა დანაშაულს ასეთი სურვილების გამო.


სიმპტომები:


პანიკის შეტევებია

კვიატებული აზრები

ირაციონალური ქცევითი პატერნები

მუდმივი შფოთვა


თაგვების ფობია

ობსესიური ნერვოზი

სადომაზოხისტური გამოვლინებები



გამოყენებული ტექნიკები:


სიზმრების ანალიზი

თავისუფალი ასოციაციები

წარსული მოვლენების რეკონსტრუქცია



0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
147