x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შიშის გრძნობა თურმე არც ძაღლებისთვის ყოფილა უცხო, რასაც ეს სტატია დაგიმტკიცებთ

image უკრაინაში ცხოვრების პერიოდიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ძაღლი მყოლია, ჯიშიანიც და უჯიშოც, "მებრძოლიც" და მონადირეებიც და რასაც ახლა დავწერ სტატიის სახით დამყარებულია პირად გამოცდილებაზეც და ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციაზეც.
შიშის გრძნობა მარტო ადამიანებს არ ახასიათებს, ეს გრძნობა ცხოველებსაც და ფრინველებსაც გააჩნია, თუმცა უნდა ითქვას ყველა თავისებურად გამოხატავს. ახლა საუბარი მაქვს ადამიანის ერთგულ მეგობარზე–ძაღლზე, რომელიც საუკუნეებია უკვე რაც მოიშინაურა ადამიანმა და სელექციის გზით უამრავი ჯიშიც გამოიყვანა.
ამ სტატიის დაწერა შთამაგონა წუხელ სოფელში საკუთარ სახლში ჩემი მონადირე ძაღლის შიშით გაჯერებულმა ხმამ, ძაღლი დაგეშილია ფრინველებზე სანადიროდ, ველზე, ტყეში თუ დაჭაობებულ ადგილებში.
გერმანული ჯიშის საკმაოზე დიდი და მძლავრი აღნაგობის ძაღლი, რომელიც უცხო ძაღლს არ აჭაჭანებს ეზოში ტურების კივილის ხმაზე "გადაირია" შიშით. ბალანი "პანკივით" "აებურძგნა" და ლამის სახლში შემომივარდა შიშით. იგივე დღეში იყო უბანში მეზობლის ძაღლებიც, ყმუილი, წკავწკავი და ღმუილი გაისმოდა მთელ უბანში მანამ, სანამ ტურებმა კივილი არ შეწყვიტეს (ისე მართლა მურტალი მოსასმენია ტურების კივილის მოსმენა, ქალების კივილს და მოთქმას გაგონებს ადამიანს).
ძაღლს მოვეფერე და როგორც იქნა დამშვიდდა, ბალანიც დაულაგდა და "შუბლზე ასული თვალებიც ბუდეებს დაუბრუნდა".
გთავაზობთ შეშინებული ძაღლების ფოტო კოლაჟს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ესეც ტურების კივილი, რომელიც დამეთანხმებით არაა სასიამოვნო მოსასმენი.








0
118
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0