x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ახალი თაობის BMW
BMW–მ ახალი თაობის კროსოვერი X3 წარმოადგინა.


image

ახალი BMW X3 უფრო დიდია, ვიდრე პირველი თაობის X5! მანქანის სიგრძე 4716 მილიმეტრია, რაც 59 მმ–ით მეტია ადრინდელზე. სალონიც უფრო გაიზარდა.

კლირენსი 204 მმ–ია, რაც თანამედროვე კროსოვერებისთვისაც დიდია. მანქანების უმეტესობა სრულამძრავიანი იქნება, მაგრამ ამერიკაში უკანაამძრავიანი მოდელებიც გამოვა.



image


მულტიმედიური სისტემის დისპლეი წინა პანელს ზემოთაა განთავსებული და ეს უკვე სტანდარტი ხდება. ზოგიერთი ფუნქციის მართვა ჟესტებითაცაა შესაძლებელი (ეკრანზე შეუხებლად). სხვა ოფციებიდან აღსანიშნავია სამზონიანი კლიმატ–კონტროლი, სავარძლები ვენტილაციით, Wi-Fi, გასაღები ფერადი ეკრანით, რომლის საშუალებითაც მძღოლს შეეძლება დაინახოს რა მოსდის ავტომობილს, ჩართოს სალონის გათბობა და ძრავი. ექნება აგრეთვე თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის ფუნქცია "ნახევრადავტოპილოტი" ტრასაზე მოძრაობისას: Х3 ყურადღებას მიაქცევს მოძრაობის ზოლებს და სხვა მანქანებს, დაამუხრუჭებს/დაიძვრება და თანაც გაასწრებს სხვა ავტომობილს, მაგრამ ამასთან მძღოლისგან მოითხოვს სრულ კონტროლს სიტუაციაზე.


image


ბენზინზე მომუშავე X3 M40i ახალი სამი ლიტრი მოცულობის, 360 ცხენისძალიანი ძრავით გამოვა. (მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრი)

100 კმ/სთ სიჩქარეს 4, 8 წამში ღწევს. თავიდან მანქანებს ამერიკაში ააწყობენ, შემდეგ რუსეთში, კალინინგრადის ქარხანაში. ფასი ჯერჯერობით უცნობია.

image

image




0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0