x
image
WhiteBlack
მსოფლიოს ყველაზე იღბლიანი ადამიანი (5_ჯერ გადაურჩა სიკვდილს)

ერთ-ერთ საიტზე ვკითხულობდი სტატიას, რომელმაც ძალიან გამაოცა.არ ვიცი რა ვუწოდო ამ ადამიანს იღბლიანი თუ პირიქით უიღბლო, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი წარუმატებლობის დამსახურებით 5_ჯერ გადაურჩა სიკვდილს. გთავაზობთ მხოლოდ ფაქტებს, რადგანაც ვთვლი, რომ სხვა ყველანაირი კომენტარი შემდგომში ზედმეტი იქნება.
მაშ ასე დავიწყოთ.
ამ ადამიანის სახელი და გვარია:ფრენკ სელაკი
image
1.პირველად იგი გადარჩა მატარებლის რელსებიდან გადავარდნის დროს.
image
2.იგი გადმოვარდა თვითმფრინავიდან, რომელშიც უეცრად გაიღო კარი.
image


3.მესამედ იგი გადარჩა როდესაც ავტობუსი, რომლითაც იგი მგზავრობდა ჩავარდა მდინარეში.
image

4.მეოთხედ სიკვდილ გადაურჩა 1970 წელს.იგი მზავრობდა საკუთარი ავტომობილით, რომელსაც უეცრად ცეცხლი გაუჩნდა, ფრენკმა მანქანიდან გადმოსვლა, მხოლოდ აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოასწრო.
image
5.მეხუთედ ფრენკი ისევ საკუთარი ავტომობილით მგზავრობდა, როდესაც მოსახვევში მოხვევის შემდეგ მისკენ მომავალი სატვირთო შეამჩნია. მისი Skoda საგზაო "ბარიკადს" შეეჯახა გაანგრია იგი და ხრამის პირას გაჩერდა მანქანის გადავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე გადმოხტომა მოასწრო, ცოტახნის ფრენის შემდეგ ხეზე აღმოჩნდა და თვალი ადევნა თუ, როგორ აფეთქდა მისი ავტომობილი.
image

და ბოლოს ამ ადამიანმა, რომელმაც ალბათ ყველაფერი გამოიარა 2003 წელს მოიგო ჯეკპოტი, რომლის საპრიზო თანხაც 600.000 ფუნტი სტერლინგის ექვივალენტური იყო, რის შემდეგაც მეხუთედ დაქორწინდა.



4
1265
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
1265
  
2012, 27 სექტემბერი, 1:38
მარიო :D
2012, 17 ივნისი, 19:18
ფანტომასია?:)))
2012, 14 ივნისი, 14:09
მართლა იღბლიასნი ყოფილა:D მე 7ჯერ ვარ გადარჩენილი:D
2012, 14 ივნისი, 11:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4