სხვა ინდოეთში პოლიციელმა პრეზიდენტის კორტეჟი შეაჩერა და სასწრაფო გაატარა(ვიდეო) 2017, 26 ივნისი, 12:22
ინციდენტი, როგორც The Indian Express იტყობინება 17 ივნისს მოხდა ქალაქ ბანგაროლში.უმცროს საგზაო პოლიციის ინსპექტორს ნიჯლინგაპას უნდა უზრუნველყო გზის განთავისუფლება, პრეზიდენტის კორტეჟის ყოველგვარი წინაღობის გარეშე გატარება, მაგრამ გზაჯვარედინზე, სადაც ის იდგა გამოჩნდა სასწრაფო, უმცროსმა ინსპექტორმა სასწრაფოს უპირატესობა მისცა, გაატარა და თან გადასცა რაციით, რომ პრეზიდენტ პრანაბ მუხერჯის ესკორტს შეენელებინა.ეს ფაქტი ვიდეოზე მოხვდა.
უმცროსმა ინსპექტორმა ნიჯლინგაპამ დაარღვია ინსტრუქცია და არ დაემორჩილა მითითებას, მაგრამ ამისთვის იგი არა თუ დაისაჯა, პირიქით ქება და ჯილდოც კი დაიმსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერის ოფიციალური გვერდი ავრც ელებს. მეორე დღეს ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტებიც ალაპარაკდნენ, ხოლო ქალაქ ბანგაროლის პოლიციის კომისარმა საკუთარი თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და შეაქო. 820 6-ს მოსწონს 1-ს არა
|