x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71202
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
ყოფილმა აგენტმა პრინცესა დიანას მკვლელობა აღიარა

image


პრინცესა დიანა უბედური შემთხვევის გამო არ დაღუპულა, – განაცხადა ყოფილმა აგენტმა ჯონ ჰოპკინსმა. გამომცემლობა Neonnettle ცნობით, 80 წლის ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ყოფილი აგენტი Mi5, იგივე ჯონ ჰოპკინსი მძიმედ არის ავად და დიდი დრო აღარ დარჩა... როგორც გაზეთი Metro იტყობინება, სიკვდილის წინ, ყოფილ აგენტს ცოდვების მონანიების სურვილი გაუჩნდა და სენსაციური განცხადება გააკეთა – მან პრინცესა დიანას მკვლელობის ორგანიზება აღიარა.

image

image

image

ჰოპკინსი თქმით, მან 1973–1999 წლებში, 23 საიდუმლო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ამ ოპერაციების შედეგად, დაიღუპნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საზოგადოების აქტივისტები და მათ შორის, ქალი მხოლოდ ერთი იყო – პრინცესა დიანა.

ბრიტანეთის პრინცესას მკვლელობასთან დაკავშირებით, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მისმა უფროსმა ეს შეკვეთა, პირდაპირ ბაკინგემის სასახლიდან მიიღო. მისი თქმით, იმ დროს, პრინცესა დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ბრიტანეთის მონარქიისთვის: «დიანამ ბრიტანეთის სამეფო კარის ბევრი საიდუმლო იცოდა. ამასთან, მას ვერ აკონტროლებდნენ და მისი ეშინოდათ. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მას სიკვდილი მოუწევდა. ხოლო ბრძანება, პრინც ფილიპისგან მიიღო. ჩვენ ყველაფერი ისე უნდა მოგვეწყო, რომ ყველას ეფიქრა, თითქოს ავტოკატასტროფა მოხდა. მე ეს დედოფლისთვის და ქვეყნისთვის გავაკეთე», — თქვა, სიკვდილის პირას მყოფმა, ჰოპკინსმა.

პრინცესას მკვლელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება ჰოპკინსს, მან პრინცესა დიანა, როგორც «ლამაზი და გულკეთილი ქალბატონი» დაახასიათა, მაგრამ დაამატა, რომ ის «საფრთხეს უქმნიდა ბრიტანეთის სამეფო კარს».
imageაქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიურმა ბრიტანულმა გაზეთმა Daily Star-მა, ამ თემასთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულ სტატიაში, Neonnettle-ე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და როგორც პუბლიკაციაში იყო ნათქვამი, ჰოპკინსის მიერ მოთხრობილი ისტორია, მთლიანად შეთქმულების თეორიაზე იყო აგებული.
დიანა სპენსერი 1997 წ. 31 აგვისტოს, პარიზში დაიღუპა. ავარიის რეალური მიზეზი, რომელსაც მის გარდა, კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღემდე დადგენილი არ არის.

1
1107
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
1107
  
ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვება ამას.
0 1 1