x
image
ალექსანდრე ლექსო
დაბადებიდან გენიოსი – მესის 30 წელი უსრულდება
image


მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელს, არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას თავდასხმელს, ლიონელ მესის 30 წელი უსრულდება. მესიმ ხუთჯერ მიიღო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ოქროს ბურთი, ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე. მას მხოლოდ ჩემპიონის ტიტული არგენტინის ნაკრებთან ერთად არ მოუგია.

მესი

მშობლიური როსარიოდან ბარსელონაში 13 წლის ასაკში გადავიდა, როცა ესპანურმა კლუბმა თავის ისტორიაში მთავარი ტრანსფერი განახორციელა. ლეო ბავშვობიდან ზრდის ჰორმონის ნაკლებობით იყო ავად. კლუბმა იგი მთელი ოჯახით გადაიყვანა ესპანეთში და მკურნალობაც თავის თავზე აიღო, რომელიც თვეში სულ რაღაც 1 000 ევრო უჯდებოდა. სამაგიეროდ "ბარსელონამ" შეიძინა ლიდერი ათწლეულის მანძილზე – მესი არამარტო ბრწყინვალე ფეხბურთელი დადგა, არამედ იდეალურად შეეწყო გუნდის სათამაშო სტილს.


მესის მოსვლამდე ბარსელონა იშვიათად აღწევდა წარმატებას საერთაშორისო არენაზე. 13 წლის განმავლობაში, რაც მესი ბარსელონაშია, 10 მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ გუნდის სტილს არა ისინი არამე ლეოს თამაში განაპირობებდა.

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგა 5 ჯერ მოიგო, აქედან 4 ლეოს დახმარებით.

არგენტინელი ფორვარდი თავის თანამემამულე მარადონას მსგავსად უკან დაწეული თამაშობდა, მაგრამ მან შედეგიანობით ესპანეთის თითქმის ყველა რეკორდი დაამხო . მხოლოდ საკლუბო ტურნირებში გატანილი მესის 73 გოლი 2011–2012 წლების სეზონში იმ ძველ დროს გვახსენებს, როცა ფეხბურთი სულ სხვანაირი იყო და ფორვარდებს ბევრის უფლება ჰქონდათ. ხოლო 2012 კალენდარული წლის შედეგი 79 გოლი, ისეთი რეკორდია, რომლის გაუმჯობესებას ალბათ ვერავინ შეძლებს.

დღეისთვის მესის რეკორდია ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი 349 გოლი, რისთვისაც მას 382 თამაში დასჭირდა. 2016–2017 წლის ჩემპიონატში მესი ბომბარდირი გახდა 37 გოლით, ეს მისი მეოთხე შედეგია კარიერაში. საუკეთესო შედეგი – 50 გოლი ასევე მიუღწეველია.


უკანასკნელი "თავისუფალი მხატვარი"


ნებისმიერი მწვრთნელი ბედნიერი იქნება, თუ ასეთი ფეხბურთელი ეყოლება, რომელიც არანაირ ტაქტიქურ სქემაში არ ჯდება, თავის ნებაზეა და შედეგიც მოაქვს.თანამედროვე ფეხბურთში ასეთები პრაქტიკულად აღარ არიან.

მესი კარგად ფლობს ფორვარდისთვის საჭირო სამ თვისებას: დრიბლინგს, პასს და დარტყმას.


დაბადებიდან გენიოსი


მესის ხშირად უტოლებენ კრიშტიანუ რონალდუს, რეალის პორტუგალიელ თავდამსხმელს.

მაგრამ მათი შედარება არ შეიძლება იმიტომაც, რომ მესი დაბადებიდან გენიოსია, თანდაყოლილი უდიდესი ტალანტით, როგორც მისი დიდი წინამორბედები პელე და მარადონა. კრიშტიანუ რონალდუმ თავის წარმატებებს ტიტანური შრომით, თავისი სხეულის ვარჯიშით და მიზანდასხულობით მიაღწია. ის რაც ლეოსთვის დღესასწაულია, რონალდოსთვის საყვარელი, მაგრამ მძიმე სამუშაოა.

ბევრი გულშემატკივარი მესის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს, ეს ასეც იქნებოდა რომ არა მისი რეგულარული უიღბლობა არგენტინის ნაკრებში. ფეხბურთის მეფე პელე სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, დიეგო მარადონამ პრაქტიკულად მარტომ გაამარჯვებინა არგენტინას 1986 წელს.

მესისთვის ჯერჯერობით დათარსულია ფინალები. 2014 წლს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გერმანიასთან დათმო, 2007, 2015, 2016 წლებში ამერიკის თასი. ერთადერთი ტიტული ოლიმპიურ ნაკრებში მოიპოვა 2008 წელს, პეკინში.

თუ მესი შეძლებს მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, იგი მართლაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ამისთვის მას ალბათ ბოლო შანსი დარჩა, მომავალ წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატი. სადაც მოხვედრა ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.



0
237
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0