x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფრინველების გუნდთან შეჯახებამ ეგვიპტურ "Boeing 737-800"-ს საფრთხე შეუქმნა

image მე მგონი არავისთვის არ წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ ფრინველებთან შეჯახება ცაში არა თუ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვისაა საშიში, არამედ შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავის ავარიაც გამოიწვიოს.
ფრინველის თვითმფრინავის ძრავაში მოხვედრისას ძრავის ნაკვთური იღებს საკმაოდ მძიმე დაზიანებას და ეს ხშირად ხდება ძრავის აალების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის საფრენ აპარატს.
პილოტების კაბინასთან შეჯახებისას კი საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ფრინველთან შეჯახება ამტვრევს პილოტის კაბინის ორმაგ მინას და ამით თვითმფრინავის ჰერმეტულობა ირღვევა.
ეგვიპტის ავიაკომპანია "EgyptAir"-ის სამგზავრო ლაინერს "Boeing 737-800"-ს ფიუზელაჟი დაუზიანდა აეროპორტის დასაფრენ ბილიკზე დაჯდომისას ფრინველების გუნდთან შეჯახების გამო. რამდენიმე ფრინველი, რომლებიც აეროპორტის ტერიტორიაზე დაფრინავდნენ მიყოლებით შეეჯახნენ ლაინერის "ცხვირს", რამაც თვითმფრინავის ფიუზელაჟის დაზიანება გამოიწვია, საბედნიეროდ თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე იყო და პილოტებმა შეძლეს თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა დასაჯდომ ბილიკზე.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აეროპორტებში და სამხედრო აეროდრომებზე იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს ფრინველების დასაფრთხობად, ასევე წარმატებით იყენებენ სპეციალურად დაგეშილ მტაცებელ ფრინველებს.
imageimageimage
imageimageimageimage







0
243
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0