x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინაში ანტიტერორისტული მოქმედების ზონაში დაიღუპა საინჟინრო ასეულის მეთაური ევგენი სარნავსკი

image ცნობილი ფაქტია, რომ უკრაინაში ანტიტერორისტული მოქმედების ზონაში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ უკრაინის სეპარატისტული თვითაღიარებული რესპუბლიკების სეპარატისტი მებრძოლები, არამედ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები.
"გრუ"–ს ოფიცრების დატყვევებით დაწყებული, რუსეთის რეგულარული ჯარის ბევრი ოფიცერი და ჯარისკაცია დაღუპული და ტყვედ აყვანილი.
სეპარატისტებს ტექნიკით, საბრძოლო მასალით და ცოცხალი ძალით რუსეთი, რომ ეხმარება აშკარად ჩანს.
ომში ბუნებრივია იყენებენ ნაღმურ ველებს ტექნიკისა და ცოცხალი ძალისათვის ბარიერების შესაქმნელად, აღნიშნული ველების გასაწმენდად კი მუშაობენ საინჟინრო დანაყოფების გამნაღმველები.
სწორედ ერთერთი საინჟინრო ნაწილის გამნაღმველების ასეულის მეთაური დაიღუპა ანტიტერორისტული მოქმედების ზონაში განაღმვითი სამუშაოების შესრულებისას.
72–ტე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის ცალკეული საინჟინრო ასეულის მეთაური ევგენი "Юджин" სარნავსკი, ნაღმის ნამსხვრევებით გამოწვეული მძიმე ჭრილობების შედეგად გონს მოუსვლელად გარდაიცვალა კლინიკაში.
ასეულის მეთაურმა განაღმვითი სამუშაოების ჩატარებისას 8 ივნისს ნოვოსელოვკასთან მიიღო მძიმე დაზიანებები ნაღმის აფეთქების გამო, სამხედრო 15 ივნისს დაიღუპა ღამის 22 საათზე.
ოფიცერი 14 წლის მანძილზე მსახურობდა საინჟინრო ნაწილში და საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდანვე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, ის და მისი ასეული მონაწილეობდა სეპარატისტების და რუსეთის არმიის ინსტრუქტორების მიერ დანაღმული ტერიტორიების განაღმვაში, სარნავსკის მოქმედების შედეგად უამრავი სამოქალაქო პირი გადაურჩა სიკვდილს და დასახიჩრებას.
ვოლნოვახში, ავდეევკაში და ფრონტისპირა სოფლებში მის მიერ ამოღებული და გაუვნებელყოფილი იქნა უამრავი ნაღმი.
ოფიცერს დარჩა ასაკოვანი დედა და ორსული მეუღლე.

0
198
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0