შეძლებთ ამ გოგონას ასაკი გამოიცნოთ, არა მგონია ვინმემ ეს შეძლოს
2017, 24 ივნისი, 13:02
დარწმუნებული ვარ ამ სურათის მნახველი გაიფიქრებს, რომ ამ სურათზე ახალგაზრდა აზიელი გოგონაა, სავარაუდოდ მოსწავლე ან სტუდენტი, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე არაა და თქვენ ცდებით. ამ "გოგონას" ჰქვია ლიურ ხსუ, ის ტაივანელია და ტაივანში ცხოვრობს. ასაკით კი არც მეტი და არც ნაკლები 41 წლისაა. ის დიზაინერია პროფესიით და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, მან უკვე მოასწრო სახელი გაეთქვა გარეგნობით და გარეგნობისათვის შეუსაბამო ასაკით. თავისი ახალგაზრდული გარეგნობის საიდუმლოდ კი ვეგეტარიანულ დიეტას თვლის, ის მიირთმევს ცოტა ხილს და სვამს დიდი რაოდენობით წყალს. მას არასოდეს არ უსარგებლია პლასტიკური ქირურგიის მიღწევებით და მისი სიტყვებით, რომ ვთქვათ არასოდეს არ უსარგებლია "სილამაზის ინექციებით". ლიურის თქმით ის ერიდება მზის სხივებს და ნარუჯის მიღებისას მუდამ იყენებს დამცავ კრემებს.