x
image
დათო შაროვი
გაინტერესებთ, რატომ გკბენენ კოღოები თქვენ უფრო მეტად,ვიდრე სხვებს? მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია...
image


ფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა ამაზე დარდი? არაფერიც, იქიდან გამომ-

დინარე სად ცხოვრობთ, კოღოების სეზონი დაწყებულია! კოღოებს პირველ რიგში იზიდავთ სუნით, ნახშირორჟანგით, რომელსაც ჩვენ ამოისუნთქავთ, ასევე ჩვენს ოფლში არსებული რძემჟავას სუნით. თქვენი სხეულის სითბო ეხმარება კოღოებს იმის განსაზღვრაში, სად არის საუკეთესო ადგილი საკბენად, რათა მიიღოს საკმარისი სისხლი. ბევრ რამეს თქვენ ვერ გაააკონტროლებთ, მაგრამ არის რამოდენიმე ფაქტორი,
რომელიც უნდა იცოდეთ:


1.ლუდი-ალკოჰოლის მიღების შედეგად გამოიყოფა ოფლის წვეთები, რომლებიც იზიდავენ კოღოებს, 2010 წლის კვლევის თანახმად 3 ქილა ლუდის მიღებამ გამოიწვია კოღოების კბენის რაოდენობის გაზრდა 30 პროცენტით.



2.ვარჯიში-თქვენი ნავარჯიშები და სპორტული ტანი, არა მარტო გარ-

შემომყოფებს მოსწონთ, არამედ თქვენ “მეგობარ’’ კოღოებსაც. ამის მიზეზი მრავალია: პირველ რიგში ფიზიკური აქტივობა, ამ დროს თქვენი სუნთქვა ხდება სულ უფრო და უფრო ხშირი, შესაბამისად, უფრო მეტ ნახშირორჟანგს ამოისუნთქავთ, რაც ხდება კოღოების სამი-

ზნე. კოღოებს ეძახიან ვიზუალურ მონადირეებს, რომლებიც ადვილად ირჩევენ თავიანთ მსხვერპლს, იცოდით, რომ მხოლოდ მდედრობითი სქესის კოღოები იკბინებიან? როგორც კი ის გადაწყვეტს, რომ თქვენ გახდებით მისთვის კარგი საკვები, ეძებს ადგილს, სადაც ხდება სისხ-

ლის კარგი მიწოდება, ანუ ვენებთან ახლოს ზედაპირზე.

3.ორსულობა-ორსული ქალბატონები გამოყოფენ უფრო მეტ ნახშირორ

ჟანგს, ასევე ძალიან მგრძნობიარენი არიან ნაკბენების მიმართ. ყველას გვახსოვს ინფექცია ZIKA აფეთქება, რომელმაც სერიოზული და მომა-

კვდინებელი შედეგები იქონია ნაყოფზე, ამიტომ სასურველია მეტი სიფრთხილის გამოჩენა.


4.სისხლის ჯგუფი-2004 წლის გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კოღოების 83 პროცენტი კბენენ იმ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ O ჯგუფის სისხლი. იმისათვის, რომ არ მომრავლდნენ კოღოები თქვენს გარშემო, გაითვალისწინეთ შემდეგი:

მოიშორეთ ახლოს მდებარე მდგარი წყალი, გაწმინდეთ საწვიმარი ღარები ან კანალიზაციის არხები, რათა არ მოხდეს კოღოების მოზიდვა და შემდეგი პოპულაცია, გამოიყენეთ ჰაერის გამანიავებელი ხელსაწყო, რათა ნახშირორჟანგისგან გაწმინდოთ ჰაერი და ნაწილობრივ ხელი შეუშალოთ მათ გადაადგილებაში.


გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
3316
5-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
3316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0