x
image
ნინო დვალაშვილი
"ამიერიდან ყველა ნაგავს ქუჩაში დავყრი,ასე გადაგიხდიდით სამაგიეროს უყურადღებობის გამო!"

image უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა. კოშკის ჩამონგრევის მიზეზი გახშირებული წვიმა გახდა. ასევე დაინგრა კოშკზე მიმდგარი სახლიც, შედეგად არავინ დაზარალებულა. კოშკებს არც მისახლეობა უვლის. სოფლის გამგებლის ცნობით, კულტურის სამინისტრომ 50-მდე კოშკს ჩაუტარა რესტავრაცია, 150-მდე კოშკი კი სავალალო მდგომარეობაშია. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ფეისბუქ მომხმარებელი თამარ საკანდელია წერს: "ამიერიდან ყველა ნაგავს, რასაც აქამდე ჯიბით და ჩანთით დავატარებდი ქუჩაში დავყრი, ეგ კი არა სახლიდანაც გამოვიტან და ქუჩა ქუჩა მიმოვაბნევ, ცენტრალურ ქუჩებს მივეძალები. როცა საღებავი ჩამივარდება ხელში მოვხატავ, მოვჯღაბნი კედლებს, არ მოვერიდები არც ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებას,
მოვტეხავ და მოვანგრევ ყველაფერს რასაც მოვერევი. რომ შემეძლოს სპილოს ვიყიდდი, ყველაზე დიდ ცხოველს, რომელიც დიდი რაოდენობით მასას მოფუნავდა, რომელიც სეირნობისას უფრო მეტად დააბინძურებდა გარემოს... ასე გადაგიხდიდით სამაგიეროს იმ უყურადღებობის გამო, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძელგების მიმართ იჩენთ. უშგულში 12 საუკუნის კოშკი ჩამოინგრა. ხვალ ოშკი ჩამოინგრევა, ზეგ ვარძია... ჩვენ რას ვაკეთებთ? ვაშენებთ ტუალეტ-მეტროებს, პამპერს-ხიდებს, ვუვლით ზებრებს და პინგვინებს, ზედ ვყვებით მეექვსმემილიონე ტურისტს, ვიტვლით პრემიებს. ეგრე გააგრძელეთ, ამასობაში მე ხვალ ნაგვის პარკით გამოვდივარ..."image


ფაქტია, რომ საქართველოში უამრავი კულტურული ძეგლია დანგრევის პირას, რომელთა აღდგენას მთავრობა არც აპირებს. თამარ საკანდელიას მოსაზრებით, საჭიროა ჩვენ, მოსახლეობამ ვაიძულოთ მთავრობა გაუფრთხილდეს ჩვენსავე ისტორიასა და კულტურას: "ამაშია
საქმე, რომ წვიმას და ქარს შეუძლია დაგვაქციოს თავზე ქვეყანა. სახელმწიფო აცნობიერებს თავის როლს ამ შემთხვევაში? ჩვენ საზოგადოება ვაცნობიერებთ სახელმწიფოს როლს და მნიშვნელობას მსგავს საკითხებში? დავაკისროთ ვალდებულება, ავიღოთ კონტროლი და გავხდეთ მათი მეთვალყურე იქნებ ასე მაინც არ წაგვლეკოს წვიმამ და არ დაგვაქციოს ქარმა."



image



1
350
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
350
  
2017, 15 ივლისი, 15:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1