x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თქვენი საყვარელი ფერი რომელია? გაიგეთ რას განსაზღვრავს ის
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტიც შექმნეს. ჩვენს ყველა ქმედებას თუ სურვილს შეუძლია ჩვენს პიროვნებაზე საუბარი. თუ თქვენ გაქვთ თქვენი რჩეული ფერი, მას ბევრის თქმა შეუძლია თქვენს პიროვნებაზე.


image


რომელია თქვენი საყვარელი ფერი? (დაფიქრდით რომელია თქვენი საყვარელი ფერი და წაიკითხეთ დართული ტექსტი)



1.imageწითელი- სისხლისფერი, ცეცხლისფერი. ასოცირდება ინტენსიურ და ემოციურ ადამიანთან, როგორც საშიშები და ომის მოყვარულები, ასევე მოსიყვარულეები და ვნებიანები არიან.




2.imageლურჯი ფერი ასოცირდება მშვიდობის მოყვარულ, გაწონასწორებულ, წყნარ და სულის დიდი სიღრმის მქონე ადამიანებთან. ამ ადამიანების უდიდესი პლიუსია- ნდობა, ერთგულება, სიბრძნე, რწმენა და სიმართლე.



3.imageყვითელი იმედის და ბედნიერების სიმბოლოა. მას მოაქვს სიხარული და ენთუზიაზმი, თუმცა ეჭვიანობას და ავადმყოფობასაც აღნიშნავს.



4.imageმწვანე ბუნების სიმბოლოა. მასთან ასოცირდება ზრდა, ჰარმონია, ნაყოფიერება, სისუფთავე. ამ ფერის მოყვარულ ადამიანებს ასევე უყვართ უსაფრთხოება და სიმდიდრე.



5.imageვარდისფერი- მეტად დელიკატური ფერია, რომელიც ასოცირდება სითბო, სიტკბოსა და ემოციებთან. მისი მოყვარული ადამიანები როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების მოყვარულები არიან.



6.imageსტაფილოსფერი (ფორთოხლისფერი, კვერცხის გულის ფერი, აგურისფერი)- გამოხატავს ენერგიას და სიხარულს. მისი მოყვარული ადამიანები კი სავსენი არიან ენთუზიაზმითა და სითბოთი.



7.imageიისფერი (ლილისფერი, იასამნისფერი) - ეს ფერი, როგორც ლურჯისა და წითელის კომბინაცია, აერთიანებს ძალასა და სტაბილურობას. ამ ფერთა მოყვარული ადამიანი ფლობს კეთილშობილებას, ერთგულებას, ექსტრავაგანტულობას, სიბრძნეს, ღირსებას, მშვიდობას, სიამაყეს, დამოუკიდებლობას, მაგიას, ძალასა და ამბიციას. იგი ასევე მოყვარულია სიმდიდრისა და ფუფუნების.



8.imageყავისფერი- ხისა და ნიადაგის ფერი, მისი მოყვარული ადამიანი კი არის საიმედო, სამართლიანი, ჰარმონიული.



9.imageნაცრისფერი- ეს ფერი დანაკარგთან და დეპრესიასთან ასოცირდება. ამიტომ მისი მოყვარული ადამიანი არის უემოციო, თუმცა ამავდროულად ფორმალური, კონსერვატიული და ელეგანტური.



10.imageშავი- შავი ითვლება როგორც უფერული, ფერის არ მქონე ფერი, თუმცა მისი მოყვარულები არიან მშიშრები, იდუმალები, ფორმალურები, დახვეწილები. მოწონთ როდესაც არიან ავტორიტეტულები, ცოტათი ბოროტებიც.



11.imageთეთრი- სიმსუბუქე, სიწმინდე, უდანაშაულობა, სიკეთე, დისციპლინა, სისუფთავე - მოკლედ ამ ფერის მოყვარულ ადამიანთან ასოცირდება ყველაფერი დადებითი.




იხილეთ აგრეთვე:


● ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს

● აირჩიეთ ხე და გაიგეთ ხართ თუ არა მოღალატე

● ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს
● ამოირჩიეთ ვაშლი და აღმოაჩინეთ თქვენი თვისებები
● იპოვეთ შეცდომა მხოლოდ 7 წამში
● ყველაზე საინტერესო თავსატეხი, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა
● შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი- რამდენად კარგად იცით საქართველოს წარსული?
● იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
● 20 განსაცვიფრებელი ოპტიკური ილუზია, რომლებიც აგიფეთქებთ ტვინს
● რამდენი საზამთროა სურათზე? ფოტო, რომელიც "ინტერნეტ ბუმად" იქცა
● მხოლოდ ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით ამოხსენით მაგალითი

● იცოდით რაზე მეტყველებს თქვენი თმის სიგრძე?

იცოდით, რომ ძილის პოზა განსაზღვრავს თქვენს პირად ურთიერთობებს?
თქვენი ფსიქოლოგია ხელმოწერის მიხედვით
ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი? (მე-2 ნაწილი)



0
1646
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0