x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანული ვერმახტის ლეგენდა ოტტო კარიუსი, ტანკისტი რომელმაც 150 საბჭოთა ტანკი გაანადგურა

image დახურული არქივებისათვის გრიფი "საიდუმლოა" მოხსნის მერე ბევრი ადრე ჩვენთვის ხელმიუწვდომელი და გასაიდუმლოებული მასალა გახდა ხელმისაწვდომი. ახლა ვიგებთ, რომ არც ისე მარტივად ყოფილა საქმე, როგორც გვასწავლიდნენ ისტორიის გაკვეთილებზე პედაგოგები, თითქოს საბჭოთა არმიაში სულ გმირები იყვნენ, ხოლო გერმანიის არმიაში სადისტები ან ლაჩრები.
ფაქტი ერთია ინტერნეტში იმდენი მასალაა ადამიანს გიჭირს უკვე ტყუილ–მართალის გაგება, თუმცა ორიგინალი წყაროს მიგნება და მასალის ორიგინალში წაკითხვაც არ წარმოადგენს პრობლემას.
მინდა წარმოგიდგინოთ მეორე მსოფლიო ომის ლეგენდარული გერმანელი ტანკისტი ოტტო კარიუსი, კაცი რომლის პირად ანგარიშზეა (ოფიციალურად დადასტურებულად) 150 საბჭოთა ტანკის განადგურება.
ფაშისტური გერმანიის ვერმახტის ტანკისტმა სახელი საბჭოთა ტანკების განადგურებით გაითქვა, წარმოსადგენადაც კი უზარმაზარი რაოდენობის ტანკია ამ ტანკისტის მიერ განადგურებული. ხოლო ოტტო კარიუსის "ვეფხვის" მემიზნემ ჰაინც კრამერმა მოახერხა ის რაც მანამდე ვერავინ ვერ შესძლო და ვერ მოახერხა-მან ტანკის ქვემეხის გასროლით ჩამოაგდო საბრძოლო თვითმფრინავი.
ოტტო კარიუსი დაიბადა 1924 წელს, იცოცხლა საკმაოდ ხანგრძლივად და გარდაიცვალა 2015 წელს.
სურათზე მარჯვენა მხარეს დგას ოტტო კარიუსი, მის გვერდით კი მისი ტანკის მემიზნე, სამხედრო თვითმფრინავის ჩამომგდები ჰაინც კრამერი.
ესეც ოტტო კარიუსი ღრმა სიბერეში
image



2
729
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
729
  
2017, 22 ივნისი, 13:32
კი ბაქარ, სწორედ ამან მომცა სტიმული ამის დასადებად.
2017, 22 ივნისი, 13:26
დოკუმენტური ფილმიც მაქვს ნანახი ამაზეც და მიხეილ ვიტმანზეც..დისკოვერზე გადიოდა სერიები
0 1 2