x
"ადამიანს ღმერთის ხმის გაგონება მოუნდა"- დამაფიქრებელი იგავი
imageაღმოსავლური იგავის თანახმად, ერთხელ ადამიანს ძალიან მოუნდა ღმერთის ხმის გაგონება და დაიჩურჩულა:"უფალო, დამელაპარაკე!"

ამ დროს ადამიანის გარშემო ჩიტები აჭიკჭიკდნენ... მაგრამ ადამიანმა ვერ გაიგონა ღმერთის ხმა.

მაშინ ადამიანმა თქვა:"უფალო, გამეცი პასუხი!"

იჭექა ცაში, განათდა ზეცა... მაგრამ ადამიანმა გაიგონა ღმერთის ხმა.


ადამიანმა მიმოიხედა და თქვა :"დამრთე ნება, დაგინახო, უფალო!"

ცაზე ვარსკვლავები აკიაფდნენ... მაგრამ ადამიანმა ვერ დაინახა ღმერთი.

მაშინ ადამიანმა თავი ვერ შეიკავა და დაიყვირა:" უფალო დამანახვე სასწაული!"

დადგა გაზაფხული, დაიბადა ახალი სიცოცხლე...

მაგრამ ადამიანმა ვერ შეამჩნია ეს სასწაული.

სასოწარკვეთილი ადამიანი ატირდა:"ხელი მაინც შემახე უფალო, რომ ვიგრძნო, აქ ხარ!"

ღმერთი შეეხო ადამიანს... მაგრამ ადამიანმა პეპელას, რომელიც მხარზე დააჯდა, ხელი აუქნია და წავიდა.

P.S. თუ ჭეშმარიტად ეძებთ ღმერთს, მაშინ მას ყველგან დაინახავთ, ყველგან გაიგონებთ მის ხმას და ყველგან იგრძნობთ მის ძალასა და მფარველობას


0
189
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიცა ინასარიძე
ნიცა ინასარიძე
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0