x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამის ცოდნით ბრტყელტერფიანობას სამუდამოდ გაიქრობთ
ბრტყელტერფიანობა მსოფლიოს მასშტაბით, ტერფის ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და შესაძლოა მრავალი სერიოზული დაავადების სათავე გახდეს. ბრტყელი ტერფი ანუ ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის თვალსაჩინოდ შემცირება, ან კიდევ ტერფის “გაბრტყელება”. უფრო ხშირად ხდება თითებისა და ტერფის წინა ნაწილის გარეთ გადახრა.


image

არსებობს შეხედულება იმის შესახებ, რომ ბრტყელტერფიანობა ძირითადად გვხვდება იმ პირებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება, ან კიდევ ახასიათებთ სახსროვანი და კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტე. თუმცა თავისი წარმოშობის მიხედვით არჩევენ თანდაყოლილ და შეძენილ ბრტყელტერფიანობას.


როგორ გავარკვიოთ სახლის პირობებში გვაქვს თუ არა ბრტყელი ტერფი?




1.
ფეხის მთლიან ტერფზე წაისვით საღებავი (გუაში), იოდი ან ცხიმოვანი საცხი, შემდეგ კი სუფთა ფურცელზე დააბიჯეთ, რათა ნაფეხური დაეტყოს.


2. გაშრობის შემდეგ ნაფეხურზე ქუსლიდან დიდი თითის გასწვრივ გაავლეთ სწორი ხაზი, მეორე ხაზი კი გაავლეთ პერპენდიკულარულად ქუსლის საწყისიდან. (ისე, როგორც სურათზეა მოცემული)


image


3. თუ ნახაზზე პერპენდიკულარულად გავლებულ ხაზს ნახევარზე მეტი ადგილი უკავია, თქვენ ბრტყელტერფიანობა გაქვთ.




როგორ გავიქროთ ბრტყელტერფიანობა?


თუ კი დროულად მოხდება ჩარევა, მისი განკურნება შესაძლებელია ამ ორი მარტივი ვარჯიშით:


1 ვარჯიში. უკეთესი იქნება თუ ამ ვარჯიშს ჩაიტარებთ დილით: აიწიეთ თითის წვერებზე და გაჩერდით ამ პოზიციაში 20-30 წამი. გაიმეორეთ 5-10-ჯერ. (იხილეთ ფოტო)

image




2 ვარჯიში. რამოდენიმე ბურთი დადეთ იატაკზე, ფეხის თითების მეშვეობით აიღეთ სათითაოდ და ჩადეთ ჭიქაში.

image



იხილეთ აგრეთვე:


იდეალური ფეხების საიდუმლო– ამას თქვენ არასდროს გეტყვიან

როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები
როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები
შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ
როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები



0
972
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0