x
image
alex999
Mediator image
რა არის ტირილი და რატომ მოგვდის ცრემლები?

რა არის ტირილი?



ტირილი არის გარკვეული გრძნობების ნატურალური ემოციური გამოხატულება, ძირითადად კი - მწუხარების და ტკივილის, მაგრამ ჩვენ ვტირით სხვა სიტუაციებსადა შემთხვევებშიც, მაგალითად, როდესაც შვებას ვგრძნობთ ანუ ვტირით, როცა ვართ ბედნიერნი, სევდიანნი და მაშინაც კი, როდესაც გვინდა ისეთი რამის გაზიარება, რასაც ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არსებობს მიზეზი იმისა, ვიფიქროთ ეს რატომ ხდება, თუმცა ფაქტია, რომ ხდება. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, დადასტურებული ფაქტია, რომ 10-დან 9 ადამიანი ტრილის შემდეგ შვებას გრძნობს, იგი ამცირებს სტრესს და ეხმარება სხეულს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, და ყოველივე ეს არის უფასო, ყველასათვის ხელმისაწვდომი და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები სველი ქსოვილების, წითელი თვალების და ჩამოშლილი მაკიაჟის გარდა.


image


ცრემლების ღვრას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დიდი და ჯანმრთელი

ემოციური შვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვიცდით ღრმა ტკივილს, ბრაზს ან სტრესს. დაახლოებით 70% თერაპისტებისა ამბობს, რომ ტირილი კარგია მათი პაციენტებისათვის. უახლეს კვლევებში სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითქმის ყველა გრძნობს თავს უკეთ და პერსონალურობას აქვს დიდი გავლენა იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვიტირებთ. ასევე, ტირილის სარგებლობა სრულიად დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როდის ხდება ეს ტირილის ეპიზოდი და ვინ ღვრის ცრემლებს. სხვა მკვლევრების მსგავსად, ფლორიდის უნივერსიტეტის ფსიქლოგებიც ამბობენ, რომ მეტი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რათა ტირილის წარმოშობა, ბუნება და ფუნქციები ზუსტად იქნას განსაზღვრული.


image


ყოველი ჩვენგანი ღვრის ემოციურ ცრემლებს ზოგიერთ მომენტში-ტირილის მინიმუმი რაოდენობა მინიმუმი ქალებისათვის არის წელიწადში 47, ხოლო მამაკაცებისათვის- 7. როგორც აღვნიშნე, ზუსტად არავინ ვიცით, რატომ ვტირით ან რა ხდება მაშინ, როცა ვტირით, ეს ჯერ კიდევ გამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. ბოლოს კი მინდა, მოგცეთ ერთი სასარგებლო რჩევა: თუ არ შეგიძლიათ შეიკავოთ ცრემლები, მიეცით მათ გადმოცვენის საშუალება და შედეგად თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.


image

მოკლედ რომ ვთქვათ, ცრემლები თვალებისთვის დაცვით რეჟიმს წარმოადგენს. ასევე ეფექტურად მუშაობს ბაქტერიების განადგურებაში. მაგალითად თუ თვალში მტვერი შეგეპარათ, უმალვე აქტიურდება თვალის დამცავი ფუნქცია და ცრემლების სახით გამოდევნის მავნე ნივთიერებებს. ბავშვებში ტირილი თანდაყოლილი ნიჭია, ისინი ტირილს სალაპარაკო ენად იყენებენ (დროებით).


როგორ წარმოიქმნება ცრემლები?


თვალის ზედა ქუთოთოები ყოველდღიურად საცრემლე ჯირკვალში ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს იგროვებენ. ყოველ თვალის დახამხამებაში ეს სითხე თვალში იღვრება. ამის შემდეგ ცრემლები მიედინება ცხვირის ღრუსკენ, აქედან გამომდინარეობს ტირილის დროს ცხვირიდან სითხის გამოდენაც.

image

რატომ ტირიან მოწყენილი ადამიანები?


ამ კითხვაზე მეცნიერები დღემდე მსჯელობენ. ვილიამ ფრეის აზრით, ტირილი ადამიანს შვებას აძლევს და უფრო აძლიერებს. ცრემლი არ შედგება მხოლოდ მარილის, წყლის და ცხიმისგან, უხასიათობის გამო ცრემლს უერთდება ძალიან ბევრი სხვა ნივთიერებაც, რომლების ორგანიზმიდან გაწმენდის შემთხვევაში, ადამიანი თავს უკეთესად გრძნობს. ჰოლანდიელი ფსიქოლოგის აზრით, ადამიანების უმეტესობა ტირის იმიტომ, რომ თავი შეაცოდოს სხვას და მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება.


ასევე დღემდე გაურკვეველია თუ რატომ ტირიან ცხოველები. რამოდენიმე მეცნიერს და ფსიქოლოგს გააჩნია საკუთარი აზრი, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი ვერსია არაა დადასტურებული!

image



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

{თქვენთვის საინტერესო}


1. მობილური ტელეფონები, რომლებსაც ყველაზე ძლიერი ბატარეა აქვთ!


2. ჭერამი - ხილის სახეობა, რომლის შესახებაც არ გსმენიათ ბევრი რამ - ეს უნდა იცოდეთ!


3. ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი, რომელსაც მთელი საქართველო კითხულობს!


4. საკვები პროდუქტები, რომელიც ივნისში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!


5. ყველაზე სისხლიან მებრძოლთა 12 გაერთიანება - არ დაივიწყოთ მსოფლიო ისტორია!


6. პირანიები - 13 საინტერესო ფაქტი, მკვლელი პირანიების შესახებ!


7. გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახებ!


1
1068
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1068
  
2017, 23 ივნისი, 13:20
ცხოველები იმიტომ ტირიან, რომ მათაც ისევე სტკივათ, სწყინთ და განიცდიან, როგორც ადამიანები.
0 1 1