x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გია ჯაჯანიძე საზოგადოებას მიმართავს:არავითარი ამერიკული და რუსული სცენარი. მგონი ეშმაკი დაგვეპატრონა და ვერ მივმხვდარვართ
imageყველასთვის კარგად ცნობილი ტელეწამაყვანი გია ჯაჯანიძე სოციალური ქსელით საზოგადოებას თავის გულისტკივილს უზიარებს და შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ:


"ოცნების უფლება ყველას აქვს.


არავითარი ამერიკული და რუსული სცენარი. მგონი ეშმაკი დაგვეპატრონა და ვერ მივმხვდარვართ.
მამონა წერს სცენარებს და დაგვაჯერა, რომ ყველა ქართველი გენიოსია და ყველაფერი იცის.
საქართველო განთავისუფლდა.
ზვიად გამსახურდია ავირჩიეთ, დაგვღუპავსო ავტეხეთ ამბავი და გავაქციეთ.

გამსახურდია, ჯაბა იოსელიანით და თენგიზ კიტოვანით ჩავანაცვლეთ. მერე გადავიფიქრეთ, არც ესენი ვარგაო და ედუარდ შევარდნაძეს შევეგებეთ.


შევარდნაძე არ ვარგაო და მიშა სააკაშვილი ააყვავებს საქართველოსო.
სააკაშვილი ცუდიაო და გადავირჩიეთ.
ავირჩიეთ ბიძინა ივანიშვილი, ახლა აღარც ივანიშვილი გვინდაო.

რა გვინდა ან ვინ გვინდა, რატომ ვერ ვყალიბდებით. რატომ ვართ ასეთ შავ დღეში, რატომ ვართ გაურკვევლობაში. რატომ ვეთამაშებით ისტორიას და რატომ ვაუბედურებთ ქვეყანას.


image

ხალხი, საზოგადოება, ახალგაზრდები, რატომ აკეთებს ყოველთვის მცდარ არჩევანს?
იმიტომ, რომ გონივრეულად არ ვუსმენთ ერთმანეთს: შენს აზრს ჩემი ჯობიაო, ვიბრძვით პირველობისთვის და უაზრო პრინციპზე ვდგევართ.
“პრინციპი დაღუპავს ქვეყანასო'' თქვა ბრძენმა.

გახლეჩილი ვართ “ყოვლისმცოდნენი'' უფსკრულში მივექანებით და არაფერი არ გადაგვარჩენს თუ ერთად არ დავდგებით, არ გვეყვარება და არ მიუტევებთ
ერთმანეთს.


თუ, კომუნისტები, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ
შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის მომხრეები ერთად არ დადგებიან და ერთმანეთს არ აპატიებენ, დამთავრდება ყველაფერი.



ჯვარზე გაკრული მაცხოვარი მიმართავს მამას იმ ხალხზე, ვინც აწამა და ჯვარზე გააკრა "აპატიე, რამეთუ არ იციან რას ჩადიან''
არჩევანი ჩვენზეა, ან ვიღუპებით ან ვპატიობთ ერთმანეთს.


PS: გულწრფელად დავწერე რასაც ვფიქრობ, მაგრამ არ მჯერა, რომ ადამიანები გონს მოეგებიან.
დაიწყებენ: ეს როგორ ვაპატიო, ეს როგორო დავივიწყო და შევარჩინოო. ნება თქვენია რა გზას აირჩევთ.

ერთი რამ ვიცი და მშვიდად ვარ, მე ჩემი ქვეყანა ისე ძალიან მიყვარს და მინდა გადარჩეს, ყველას ყველაფერი ვაპატიე და ყველა შევიყვარე."


გიორგი ჯაჯანიძე

1
382
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
382
  
2017, 22 ივნისი, 12:38
მე ვიტყვი რომ სახარებისეული შედარება მოიყვანეთ როცა მაცხოვარმა გამოდევნა ეშმაკნი სნეულთაგან და ღორების კოტში შეუშვა...
0 1 1