x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ხელშეკრულება იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის. ხელი მოაწერეს იმერეთის უკანასკნელმა მეფემ სოლომონ II-ემ და რუსეთის იმპერიის წარმომადგენელმა გენერალ პ. ციციანოვმა
„მუხლნი სათხოვარნი ყოვლად უმონესად წარსადგინებელი ყოვლად უმაღლესისად თვის დამტკიცებისა"



1. მე, სოლომონ, გვარისაგან ბაგრატიონთა, მეფე ყოვლისა იმერეთისა, სჯულიერი იმერეთის სამეფოისა მფლობელი, დღიდგან ამა დადგინებისა ქვემოწერისა და შემდგომად ფიცისა აღთქმისა აღსრულებისა წესისამებრ მივსცემ თავსა ჩემსა ყოვლისა ჩემისა სჯულიერისა შთამომავლობისა თანა და ყოვლითა ჩემითა სამეფოითა საუკუნოსა და ერთგულსა მონებასა და ქვეშევრდომობასა შინა უმაღლესსა ყოვლისა რუსეთისა ხელმწიფობასა, აწ ბედნიერად მეფედ მყოფსა, ყოვლად უგანათლებულესსა, დიდსა უმპყრობელესსა ხელმწიფესა იმპერატორსა ალექსანდრეს პავლეს ძესა, თვითმპყრობელსა ყოვლისა რუსეთისასა და მაღალთა მისთა მენაცუალეთა.


2. სახიერებითა მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩუენისა ხელმწიფისა და მბრძანე[ბ]ლისათა ნებად მოცე[მუ]ლ მექმნას მე და შვილთა ჩემთა. ხოლო, უკეთუ ღმერთმან არა სათნო იჩ[ი]ნოს კურთხევა, სახლისა ჩემისა მამობრისა სქესისა შთამომავლობითა, მაშინ, შემდგომად ჩემსა, მეფის ძეს კონსტანტინეს დავითის ძეს და მისთა შთამომავლობასა მიერ სარგებლობა სამართალთა და უპირატესობათა იმერეთის მეფისათა ყოველთა შეკრულებათათურთ ერდგულ ქვეშევრდომოისა მონისათა ყოვლისა რუსეთის ხელმწიფისა იმპერატორისა, ვითარცა უზენაესისა ჩემისა და მენაცვლეთა ჩემთა დიდისა ხელმწიფისა და მბრძანებელისა. ესევითარსა უკვე ღირსებისათვის გაბედნიერებულ ვიქმნე მე უმაღლესისა მისისა იმპერატორებითისა დიდებულებისა ღრამოტითა და ესევითარვე მენაცვალენიცა ჩემნი ყოვლისა ახლად სამეფოისა ტახტსა შესულისა ჟამსა დამტკიცებულ იქმნებოდენ ამისა მსგავსთა უმაღლესთავე ღრამოტათა მიერ.


3. მოწყალებითა მისისა იმპერატორებითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემის ხელმწიფისა და მბრძანებელისათა მოცემულ იქმნა ნებად ჩემდა და ჩემთა მენაცვალეთა მსჯავრი და სამართლობა სამეფოსა შინა ჩემსა და ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა მყოფსა.
ხოლო ვინაიდგან საქართველოის უპირატესს მმართებელისა ღენერალისა ინფანტერიიდგან და კავალეროსანისა თავადისა ციციანოვისა მიერ გამოცხადებულ მექმნა მე, რომელ ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა არამოსათმენელ არს სიკუდილითა დასჯა, ანუ ასოთა რაითამე მოკლება, ამისთვის მოცემულ მექმნა მე ბრძანებისამებრ მისისა იმპერატ[ო]რითისი და დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა მბრძანებელისა სჯულნი, რომელთაცა მიერ გამოცემულ მექმნებოდის დასჯანი კაცის მკულელობისათვინ, ტყვეთ- მსიყდელობისათვის, ქურდობისა და ავაზაკობისათვის. ვიდრემდის უკვე გამოცემულ იქმნებოდენ ესე უმაღლესნი სჯულნი, ნებადართულ მექმნას გავაგრძო დასჯა მებრ უწინარესისა, რათა აღვირსხმულ იქმნან ბოროტმოქმედებანი, რომელთაცა ძალუცსთ განმრავლება ერთა უჩვევარობისა გამო წყნარისადმი განმგებელობისა.



4. ძალითა მაღალ-დიდებულისა საჭურველისა მისისა იმპერატორობითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისათა შეზღუდვილ იქმნას იმერეთი, ვითარცა ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა მყოფი, და დანიშნულ იქმნას, რათა მას შინა რომელიმე ნაწილი ყოვლისა რუსეთისა მხედრობისა საუკუნოდ იმყოფებოდეს დასაცველათ გარეშეთა მტერთა და [მ]ბრძოლთაგან და ეგრეთვე თვით იმერეთისა სამეფოსაცა შორის განსვენებისა და მყუდროებისა დასამყარებლად.

5. უხვებათაგან მისისა იმპერატორობითისა [უ]დიდებულესისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისათა არა დაგდებულ ვიქმნა მე რომელიმესა ნაწილითა შემოსავლისათა, ოდესცა პოვნილ-დამუშავებულ იქმნან სა[მე]ფოსა შინა იმერეთისასა მადანნი ოქროისა, ვერცხლისა და ანუ სხვასა რაისამენი.


6. უკეთუმცა ოდესმე აღდგინებულ იქმნას ახალი რაიმე ქალაქი სამეფოსა შინა იმერეთისასა, ყოვლისა რუსეთის მონაობისა სახიერებისამებრ მისისა იმპარატ[ო]რობითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისა, ვისარგებლო მეცა რომელიმესა ნაწილითა მისგან შემოსავლისათა, უკეთუ ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა შინა შევალს სახაზინაოდ შემოსავალი რაიმე ქალაქთაგან.


7. სამაგიეროდ ზემოთქმულთა ჩემთა ვედრებათა ამათ მისისა იმპერატ[ო]რობითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისადმი მე, ქვემო ხელმომწერი, მენაცვალეთა ჩემთათურთ შევიკვრი, რათ[ა] ხელმწიფებათ დადგინებულთა მისისა იმპარატ[ო]რობისა დიდებულებისაგან, ესე იგი საქართველოს უპირატესს მმართებელსა დავმორჩილებოდეთ ყოველსა შინა, ვითარცა ერთგული მონა ყოვლისა რუსეთის ხელმწიფისა იმპერატორისა.


8. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა მაღალ-დიდებულთა ყოვლისა რუსეთისა მხედრობათა აღნიშნულთა სამყოფელად სამეფოსა შინა იმერეთისასა, ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა მყოფსა, აღუშენოთ სახლნი და გათბობისათვის მათთასა მივსცეთცა ჩემთა მონათა მიერ შეშა.


9. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა [მ]ხედრობათა მათ ვაძლიოთ ხორბალი და ღომი, ანუ ბრინჯი, ეგრეთვე ქერი და თივა, ანუ ბზე ზომიერისა და არა ძვირისა ფასითა და ვიმეცადინაოთ, ყოვლისა ღონისა გულსმოდგინებისამებრ, რათა არაოდეს არ [აქუნდეს] ნაკლულევანება რაიმე.


10. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა ოდესცა პოვნილდამუშავებული იქმნან მადანნი რუსეთის ხელოსანთა მიერ, მივსცემდეთ საჭიროსა რიცხვსა მუშათა მადანთ-მთავართაგან განსაწესელითა.


11. უკეთუ ტყეთა შინა იმერეთისა სამეფოისათა პოვნილ იქმნან სახმარნი ხეები ხომალდთ აღსაშენებლად შავის ზღვის რუსეთის სამხედრო ხომალდთათვის, მაშინ, ვითარცა ერთგულსა მონასა მისისა იმპერატორებითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისასა, მე და მონაცვალეთა ჩემთა არა ძალ- გვიძს ხეებისათვის მის ძიება არცა უმცირესისა ფასისა, და დაუშლელ ექმნასთ რუსეთისა ზღვის აფიცერთა მოხელეთა, რომელ ხეები იგი დაინიშნონ დაღითა, მისთვის რათამცა ნუ-ვინმე იმერეთისა მონათაგანმან იკადროს მოჭრა მათი. ხოლო მოჭრისათვის ხეთა მათ და მათისა მიტანისათვის ზღვის ნავთსაყუდელათ ბრძანებულ იქმნას საკუთარისა მოწყალებისა მიერ მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისა, რათა მიეცემოდეს მუშათა ზომიერი და არა ძვირ[ი] ფასი, რათა არა შეწუხებულ იქმნას მით ხალხი.


12. ყოველნი ტყვენი, თავადისა დადიანისა სამფლობელოისაგან წარმოყვანილნი, უკუნ - ვაქციოთ და აგრეთვე ციხეებიცა, აღებულნი ოდიშსა და ლეჩხუმსა შინა, მათთა გარშემოთათურთ, დავცალოთ და არა ოდესმე არღა ვდაობდეთ მათდა. მოკლე ვსთქვა: არცა მე და არცა მენაცვალეთა ჩემთა თავადისა დადიანისა სამფლობელოსადმი არაოდეს არა რაიმე ძიება გვაქუნდეს.


13. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა გზა საქართველოისა საზღვრიდგან ვახანზედ მდებარე ქუთათისადმდე და მუნით ოდიშისა და ფოთისაკენ გა[ვ]აწმენდინოთ და გავაკეთებინოთ საურმე გზად და ვიქონიოთ ყოველთვის იგი სრულისა წარმართვითა და ეგრეთვე პასუხის-გამცემ ვიყვნეთ სიმრთელისა და უნებელობისათვის გზათა მათ ზედა გამლველთა ქარავანთა სხვა და სხვა ხარისხისა კაცთა და უფროღა სამხედრო მოსამსახურეთა.


14. რაიცა შეხუდებოდა მეფის ძესა კონსტანტინეს დავითის ძეს მამული, ესე იგი საბატონისშვილო, სრულად და უკლებელად ესრედ, ვითარცა უწყიან იგი ყოველთა ჩინებულთა იმერეთისა კეთილშობილთა, ყოველსა მას დაუთმობ მე უგანათლებულესს მეფის ძეს კონსტანტინეს, რათა აქუნდეს უსაშუალოდ გამგებელობასა შინა თვისად მისთა შემოსავალთაგან საცხოვრებელად.


15. სამაგიეროდ ამისა ჩემ მიერ კეთილ-ნებიერისა დათმობისა მეფის ძე კონსტანტინე დავითის ძე იმყოფებოდეს საქართველოსა, ანუ რუსეთსა შინა, ვიდრე უკანასკნელთა ჩემთა დღეთადმდე, რათა არა შემთხვეულ იქმნეს განხეთქილება რაიმე ხელმწიფებისა ჩემისა, რათამცა მიიღოს შესაფერი ხარისხისა მისისა აღზრდილება საფარველსა და შეწევნასა ქვეშე მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა, ყოვლად უმოწყალესის ხელმწიფისა ჩემისა და მბრძანებელისასა და რათამცა არა აღრეულ იქმნას გამგებლობა ჩემი მისისა აქა ყოფნით არა-კეთილ მოაზრთა კაცთაგან, იმერეთსა შინა მყოფთა.

16. საქონელთაგან, რომელნიცა გატარებულ იქმნ[ე]ბიან იმერეთზედ ზღვის ნავთსაყუდელთაგან საქართველოდ და საქართველოითაგან მათდამი, ეგრეთვე თავადისა დადი[ა]ნისა სამფლობელოთადამი და მათგანცამე, და ფარჩა თუ სხვა რაიმე ნივთი, მეცვალნი ჩემნი, განსავრცელებლად ვაჭრობისა, არა უნდა აღვიღებდეთ ბაჟსა. ხოლო ამისა სამაგიეროდ განწესებულ მექმნას მე უხვებათაგან მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისათა საბაჟოთა რუსეთის შემოსავალთაგან რომელიმე ნაწილი სამაგიეროსა საჯილდაოდ დანაკლისათვის.


17. საქართველო და იმერეთი რადგანაც იქმნების თანასწორისა მონაობისა შინა ყოვლისა რუსეთის მპყრობელისასა, ამისთვის დღიდან დადგინებისა ამის მოწერისა არა ვისმე ექმნების ნება იმერეთიდგან საქართველოს გარდავიდეს დასასა[ხ]ლბელად, თვინიერ ცნობისა და ნებისა ჩემისა. და ეგრეთვე არცა ვისმე აქუნდების ნება საქართველოთგან იმერეთს გარდამოვიდეს დასასახლებელათ, თვინიერ საქართველოს უპირატეს მმართებელის ნებისა. აქამომდე უკვე გარდამოსრულნი საქართველოდგან იმერეთს და იმერეთიდგან საქართველოს გარდასრულნი დაშთებიან მუნ, სადაცა აწ იგინი იმყოფებიან, ამისთვის რომელ იმერეთსა და საქართველოსა აქამომდე, აქუნდათ რა სხვადასხვა მთავრობა, ძალედვათ და თანამდებცა იყვნენ შემწეობათ და მფარველობად უცხოსა ქვეყნით გარდამოსულთა კაცთა, ვითარცა ესე მოღებულ არს ესრეთ ყოველთა განათლებულთაცა ხელმწიფებათ შინა.



დასასრულად ყოვლისა ამის მე გვამისათვის ჩემისა და ყოველთა ჩემთა მეცვალეთათვისცა დავამტკიცებ ამას, ჩემსა ყოვლად უმონაესსა ვედრებასა მისისა იმპერატორების დიდებულებისა ყოვლად [უ]მოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისადმი, საკუთრისა ჩემის ხელის მოწერითა და დაბეჭდვითა სახელისა ჩემისა ბეჭდითა თვითოეულსა მუხლსა ქვეშე და შეუვრდენ ყოველსა ამას მისსა იმპერატორებითსა დიდებულებასა ყოვლად უმოწყალესსა ჩემსა ხელმწიფესა და მბრძანებელსა ყოვლად უმაღლესისათვის კეთილ-განხილვისა და დამტკიცებისა.


შესრულებულ და ქვემო მოწერილ არს ქუთათის, წელთა განხორციელებიდგან ქრისტეს ჩყდ, მარტის დღეს“






იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II
0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ვარაზი
ირაკლი ვარაზი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0