x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
"30 წელია თითქმის ყოველდღე მეტროთი ვმგზავრობ და ასეთ სასაცილო ამბავს არ შევსწრებივარ!"

image
ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი მეტროში მომხდარ სასაცილო ამბავს გვიყვება : "30 წელია თითქმის ყოველდღე მეტროთი ვმგზავრობ და ასეთ სასაცილო ამბავს არ შევსწრებივარ!
1 წუთის წინ დიდუბეში შემოდის ძალიან დიდი ხნის ნაცნობი ქალი, ბოლო 15 წელია და რომ უკვდება და ფულს უგროვებს.
დადგა კართან. ტელეფონში აქვს თავი შეყოფილი.
დაიძრა ვაგონი, ესეც გამოფხიზლდა და დასცხო გაზეპირებული ტექსტი:
არ გააატყუებთ ხალხოო, ღმერთს და ხატებს გეფიცებით... დააა მიიიიიკვდებაა. დამეეეხმარეეთ. ტელეფონიდან არ წევს თავს. ვბრაზდები!
გაჩერდა მეტრო და ეს იმავე კარიდან გავიდა საიდანაც შემოვიდა... ისე რომ ფულზე ჩამოვლა დაავიწყდა. :)))))
დაიკეტა კარი და ის ისაა სიცილი უნდა ამიტყდეს... შემოასკდა დაკეტილ კარს...
გააააღეეეთ, გააააღეეთ, გავეშებული ყვირის თან რაზგონს იღებს და კარს ეჯახება.
გაუღეს...
შემოვიდა გამარჯვებული, ოფლიანი სახით და ამბობს:
ხალხოო, წეღან ფულის გამორთმევა დამავიიიწყდა...
დილა მშვიდობისა მეტროდან".


image


1
1804
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1804
  
2017, 1 ივლისი, 10:39
მეც ხშირად, თითქმის ყოველდღე ვმგზავრობ მეტროთი და იმ ქალის შესახებ რას იტყვით, შავით შემოსილი, თავ- პირიც შავით რომ აქვს დაფარული, წელში მოხრილი დადის ვაგონიდან ვაგონში და შემზარავი ხმით ტირის , კივის, მოთქვამს... ვიღაცას თუ რაღაცას დასტირის... ჩვენ მგზავრებს - ჩვენი სადარდელით დატვირთულებს, უარესად გვზაფრავს და ეს გრძელდება უსასრულოდ... ამ კივილ - მოთქმის გაგონებაზე ერთი სურვილი მიჩნდება, ავდგე, ხელი მოვკიდო ამ არსებას( ზოგმა თქვა, ახალგაზრდა ქალიაო, ზოგმა - საერთოდ, კაციაო!) და პანჩურით გავუძახო მეტროს კარებში! პ.ს. თუმცა, ვიცი, რომ საამისო გაბედულება არასოდეს მეყოფა.
0 1 1