x
image
ნინო დვალაშვილი
როგორ მოვიქცეთ ტაქიკარდიის დროს? დაიმახსოვრეთ ეს მეთოდები და ასწავლეთ სხვებს!
imageჯანმრთელი ადამიანის პულსი წუთში 70-80-ჯერ სცემს. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი, ეს ტაქიკარდიაზე მიუთითებს. თქვენ არ შეგიძლიათ დააიგნოროთ საგანგაშო სიმპტომები, მითუმეტეს თუ მას თან გულის ტკივილიც ახლავს. სამედცინო დახმარებაზე უარის თქმამ შესაძლოა, მიოკარდიუმის ინფაქტი ან გულის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს. ასევე შესაძლოა ტაქიკარდიამ თრომბების ფორმირება გამოიწვიოს.
ნიშნები, რომლებიც ტაქიკარდიაზე მიუთითებენ
გულის არეში მოულოდნელად ჩნდება დისკომფორტის შეგრძნება. გული ზემდეტად აჩქარებულია, რასაც თან ახლავს ქოშინი და სისუსტე. იმატებს ოფლიანობა ხელის გულების არეში. სახის არე წითლდება და შუბლზე ჩნდება ოფლი. შესაძლოა თაბრუც დაგეხვეთ და პანიკის შეტევა გაგიძლიერდეთ.

ტაქიკარდიის შეტევა არსებობს ხანგრძლივი ან ხანმოკლე (რამდენიმე წამიანი). ყველაზე საშიში სინუსური ტაქიკარდიაა, რომლიც დროსაც, პულსი შეუმჩნევლად იცვლება და ნორმალიზდება.
როგორ აღმოვფხვრათ ტაქიკარდიის შეტევა, ექიმის მოსვლამდე

ბევრ ადამიანს რატომღაც სჯერა, რომ ტაქიკარდია არ ითვლება სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზად. ეს განსაკუთრებით საშიშია ხანგრძლივი (15 წუთზე) მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კრუნჩხვების დროს. ასე რომ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.



image


შემდეგ კი ასე იმოქმედეთ:

1. დაჯექით ან თუ შესაძლებელია წამოწექით. ნუ შეიცვლით სხეულის პოზიციას მკვეთრად, ნუ იმოძრავებთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი წნევის ვარდნა;
2. ნუ ჩავარდებით პანიკაში, ეცადეთ მშვიდად და ღრმად ისუნთქოთ. ჩაისუნთქეთ 4-5 წამი და ამოისუნთქეთ. ასე გაიმეორეთ 1 წუთის განმავლობაში;

3. დახუჭეთ თვალები. თვალის გუგებზე ძალიან ნაზად და ფრთხილად, თითების დახმარებით, გაიკეთეთ წრიული მოძრაობები. პარალელურად კისერზე დაიდეთ ცივი კომპრესი;

4.შესანიშნავად დაგეხმარებათ ეთერზეთები. რამდენიმე წვეთი პიტნის, ლავანდის, ლიმონის ან ფიჭვის ზეთი დააწვეთეთ ხელსახოცზე და ისუნთქეთ 1 წუთის განმავლობაში.

image

თუ ტაქიკარდიის შეტევას თავადაც გაუმკლავდით, აუცილებლად ეწვიეთ კარდიოლოგს და გამოიკლვიეთ ამ პრობლემის მიზეზი. ჯანმრთელობას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:



რა სიმპტომები ახასიათებს ინსულტს, ვინ წარმოადგენს რისკ ჯგუფს და როგორ ავიცილოთ თავიდან მისი განვითარება? ცნობილი ნევროლოგი გირჩევთ!



რა უნდა გავაკეთოთ ხელებისა და ფეხების დაბუჟების დროს (ვარჯიში+ 3 რეცეპტი)



ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!




ე.წ "პერეკისი" უნიკალური მკურნალია! მისი მიღების წესი და დოზირება!



სენსაციური აღმოჩენა!!!დაავადებების 66%-ს საკვები კურნავს!!! ჯანსაღი კვებისა და გახდომის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან!!!




0
1996
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1996
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0