x
image
ალექსანდრე ლექსო
სამგზის ოსკაროსანი მსახიობი კარიერას ამთავრებს
ბრიტანელი მსახიობის დენიელ დეი–ლუისის წარმომადგენელმა ლესლი დარტმა განაცხადა: "მსახიობმა შეწყვიტა მუშაობა, იგი დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მასთან ერთად მუშაობდა ამდენი ხნის განმავლობაში, აგრეთვე მაყურებლებს."


image


დარტმა აღნიშნა, რომ სხვა კომენტარს არც მსახიობი და არც მისი წარმომადგენლები ამ თემაზე აღარ გააკეთებენ.

60 წლის დეი–ლუისი ერთადერთია, რომელმაც "ოსკარი" სამჯერ მიიღო კატეგორიაში "საუკეთესო მამაკაცი მსახიობი". ბრიტანელმა ოსკარი მიიღო ფილმებში "ჩემი მარცხენა ფეხი" (My Left Foot: The Story of Christy Brown, 1989), "ნავთობი" (There Will Be Blood, 2007) და "ლინკოლნი" (Lincoln, 2012).


ბევრი კინოკრიტიკოსი დეი–ლუისს თანამედროვეობის საუკეთესო მსახიობად მიიჩნევს. 2013 წელს ჟურნალმა ტაიმმა მსახიობი მსოფლიოს ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რიცხვში შეიყვანა.


0
165
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0