x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხმაური და დაპირისპირება გამრეკელის ქუჩაზე:ბერი ნიკოლოზის მომხრეები მის გამოსახლებას აპროტესტებდნენ


image


წუხელ ხმაური და დაპირისპირება იყო გამრეკელის ქუჩის 39 ნომერში.ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი-2 ავრცელებს.


სასულიერო პირის, ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი ნაქირავები ბინიდან მის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.


ბერი ნიკოლოზის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მისი მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობითაც კი იმუქრებოდა.



ვითარების განმუხტვას თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა საპატრულო პოლიცია და კრიმინალური პოლიცია.



ვითარება მხოლოდ მაშინ განიმუხტა, როდესაც სახლის მეპატრონეები დათანხმდნენ ისევ შეეშვათ სახლში ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი.


ბინის მეპატრონე ხელაძესთან მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტისა და საკრებულოს წევრებიც იყვნენ ჩართული.


ბერი ნიკოლოზის გასახლების მიზეზი ბოლო პერიოდში მისი მხრიდან აგრესიული ქმედებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები გახდა. მეპატრონეების განცხადებით, ისინი სახლში მის შეშვებაზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით დათანხმდნენ.





1
377
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
377
  
2017, 22 ივნისი, 13:59
მდუმარებაშია და შეურაცყოფას ვის როგორ მიაყენებდა, მაგრამ ათეიზმი ბობოქრობს საქართველოში და ესაა მიზეზი.
0 1 1