x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელი სტუდენტი ჩრ. კორეის ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ერთ კვირაში გარდაიცვალა
imageოტო ვომბიერმა 17 თვე გაატარა ჩრდილოეთ კორეის ციხეში.


საავადმყოფოში კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა 22 წლის ამერიკელი სტუდენტი ოტო ვომბიერი, რომელმაც 17 თვე იჯდა ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ციხეში.


ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა ციხიდან განთავისუფლების შემდეგ რამოდენიმე დღეში.

ვობიერის ნათესავმა მადლობა გადაუხადეს ცინცინატის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალს იმისთვის, რომ "მათ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს ოტოსთვის".


image

"სამწუხაროდ ის საშინელი ტანჯვა, რომელიც ჩვენ შვილს მიაყენა ჩრ. კორეის ხელისუფლებამ, დამთავრდა ერთადერთი შედეგით: ეს არის მწუხარება, რასაც ჩვენ დღეს განვიცდით."-განაცხადეს ოტო ვომბიერის მშობლებმა.


შეგახსენებთ, 2016 წლის მარტში ჩრ.კორეის სასამართლომ ოტო ვომბიერს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ მან კორეის ერთ-ერთ სასტუმროში კედლიდან ჩამოხია პროპაგანდისტული პლაკატი.

image


სასამართლოზე ამერიკელმა სტუდენტმა მოინანია და აღიარა დანაშაული.ჩრ.კორეის ციხეში მან 17 თვე გაატარა.

13 ივნისს კომაში მყოფი სტუდენტი ციხიდან გაანთავისუფლეს და აშშ-ში გადაიყვანეს.

როგორც კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, ოტო ციხეში ბოტულიზმით დაავადდა, ხოლო კომაში ჩავარდა ძილის წამლის მიღების შემდეგ.


როდესაც სტუდენტი აშშ-ში გადაიყვანეს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ოტოს ტვინის უჯრედების ნეკროზი ჰქონდა განვითარებული.

image


1
119
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
119
  
2019, 8 იანვარი, 6:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1