x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი დაასახელეს - აღმოჩენა, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

იმისთვის რომ ჯანმრთელი ბავშვი გაჩნდეს და ქალმაც შეინარჩუნოს ჯანმრთელობა მშობიარობის და შემდგომ პერიოდში, საჭიროა ოჯახის სწორე დაგეგმარება და ამ საკითხში მნიშვნელოვანია მომავალი დედის ასაკის გათვალისწინება. სულ ცოტა ხნის წინ, თუ პირველი ბავშვის გაჩენის დროს, მომავალი დედა 25 წლის იყო, დაგვიანებულ მშობიარობად ითვლებოდა! მაგ., გასულ საუკუნეში, იდეალური ასაკი, ბავშვების გასაჩენად – 20–27 წელი იყო. მაგრამ, მეცნიერების მიერ გაკეთებულმა ბოლო აღმოჩენამ, ეს თეორია უარყო და სულ სხვა სტანდარტები დაადგინა.


image


ამ ბოლო პერიოდში, გამუდმებით მიმდინარეობს კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ასაკია საუკეთესო პირველი ბავშვის გასაჩენად. ერთის მხრივ, ახალგაზრდა დედას უფრო კარგი ჯანმრთელობა აქვს, ხოლო მისი კვერცხუჯრედი ნაკლებად არის დაბინძურებული არასასურველი გარემოს ზემოქმედებით, ვიდრე შედარებით ასაკოვანი ქალის კვერცხუჯრედი. მაგრამ, მეორეს მხრივ, რაც დრო გადის, ქალები მეტ ყურადღებას კარიერულ წინსვლას უთმობენ და შედარებით გვიან თხოვდებიან.
და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, როგორც გაირკვა, საუკეთესო ასაკი პირველი ბავშვის გასაჩენად, არა 20-27 წელია – არამედ 34 წელი. ეს აღმოჩენა ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მიროვსკიმ გააკეთა. თავისი თეორიის მხარდასაჭერად, მან შემდეგი არგუმენტი მოიყვანა: image
34 წელი – ოპტიმალური ასაკი არის ქალის ორგანიზმისთვის, ჯანმრთელი ბავშვის ჩასასახად და გასაჩენად. რადგან, უფრო ახალგაზრდა ასაკში, ქალები ხშირად ავადდებიან სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით (ბავშვი, წელიწადში 12-14-ჯერ შეიძლება გახდეს ავად. რაც დრო გადის, ავად გახდომის რიცხვი მცირდება), რაც ბავშვსაც აზარალებს და მშობიარობასაც ართულებს.

ამ თეორიას მხარს ფსიქოლოგებიც უჭერენ. მათმა კვლევებმა დაადასტურეა, რომ ქალი 30 წლის შემდეგ, უფრო სერიოზულად უდგება ოჯახურ ურთიერთობებს, აქვს სტაბილური შემოსავალი და საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, ბავშვის უკეთესად აღსაზრდელად.

თუმცა, ექიმები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ 33 წლის შემდეგ მშობიარობა, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ამიტომ, ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქალი აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, ჩაიტაროს სრული გამოკვლევა და მასთან ერთად დაგეგმოს ბავშვის გაჩენის პერიოდი.

3
6980
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6980
  
2018, 31 აგვისტო, 18:06
მეთქი ახალგაზრდას იტყოდნენ უფრო :))
2017, 23 ივნისი, 12:41
მეორე შვილისთვის მექნება ესეიგი ოპტიმალური ასაკი მალე :)
2017, 23 ივნისი, 11:19
ანუ ჯერ კიდევ მაქვს დრო :D
0 1 3