x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რომელ ექიმს მივმართოთ?ექიმების სპეციალიზაციის მოკლე აღწერა
image

ალერგოლოგი-სხვადასხვა ალერგიული დაავადებები


ანდროლოგი-მამაკაცთა ორგანიზმის ფიზიოლოგია და პათოლოგია, ასევე მამაკაცთა სასქესო ორგანოების დაავადებები, მათ დიაგნოსტიკა და მკურნალობა.


ანესთეზიოლოგი-ტკივილგამაყუჩებელი და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების მართვა ქირურგიული ჩარევისას.



გასტროენტეროლოგი-საჭმლის მომნელებელი და ამ პროცესში მონაწილე ორგანოების დაავადებები.


ჰემატოლოგი-სისხლის დაავადებები.


გინეკოლოგი-ქალთა რეპროდუქციული ორგანოების დაავადებები, ფეხმძიმობა, მშობიარობა.


დერმატოლოგი-კანის დაავადებები.


ვენეროლოგი-სქესობრივი გზით გადამდები, ვენერიული დაავადებები.


ვირუსოლოგი-ვირუსული ინფექციები.


ვერტებროლოგი-ხერხემლის დაავადებები.


იმუნოლოგი-იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევით გამოწვეული პრობლემები.


კარდიოლოგი-გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.


ნარკოლოგი-ნარკომანია და ტოქსიკომანია.


ნევროლოგი-ნერვული სისტემის დაავადებები.


ნეიროქირურგი-ნერვული სისტემის ტრავმები და მკურნალობა.


ნეონატოლოგი-ახალდაბადებული და დღენაკლული ჩვილების პედიატრი.


ნეფროლოგი-თირკმელების დაავადებები.


ონკოლოგი-ონკოლოგიური დაავადებები.


ორთოპედი-საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები და დეფორმაციები.


ოტორინოლარინგოლოგი- ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები.


ოფთალმოლოგი-თვალის და დამხმარე ორგანოების(ქუთუთო, საცრემლე ჯირკვალი) დაავადებები.


პარაზიტოლოგი-პარაზიტებით გამოწვეული დაავადებები.


პედიატრი-ბავშვთა დაავადებები.


პულმოლონგი-სასუნთქი გზების დაავადებები.


პროქტოლოგი-ნაწლავების დაავადებების მკურნალობა


რადიოლოგი-ექიმი, რომელსაც მიღებული აქვს სპეციალური მომზადება სამედიცინო რადიოლოგიასა და სხივური თერაპიის საკითხებში.


რეანიმატოლოგი-სიცოცხლისთვის საშიში დაავადების ან ტრავმისას, სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების აღდგენა.


რევმატოლოგი-სახსრების და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები.


სომნოლოგი-ძილის დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა.


თერაპევტი-შინაგანი ორგანოების დაავადებები.


ტოქსიკოლოგი-მოწამვლის მკურნალობა.


ტრავმატოლოგი-ტრავმების მკურნალობა.


უროლოგი-საშარდე სისტემის და კაცთა სასქესო ორგანოების დაავადებები.


ფიზიოთერაპევტი-ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ფიზიკური ფაქტორების გამოყენების სფეროში დაავადებების მკურნალობა და სამედიცინო რეაბილიტაცია.


ფტიზიატრი-ტუბერკულოზის მკურნალობა.


ენდოკრინოლოგი-ენდოკრინული სისტემის დაავადებები.


ეპიდემიოლოგი-ეპიდემია, ინფექციური დაავადებები






0
847
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
847
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0