x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა საიდუმლოს გვიმხელს დარვინის ევოლუციური თეორია ხელოვნური ინტელექტის შესახებ

ხელოვნური ინტელექტი, სამეცნიერო ფანტასტიკიდან თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგად იქცა და სავარაუდოდ კაცობრიობის მომავალი სწორედ მასზეა დამოკიდებული.
imageimage


ტურინგის სამუშაო თეზისი ემსახურებოდა იმის გარკვევას, შესაძლებელი იყო თუ არა, ჰქონოდა კომპიუტერს ინტელექტი. მან შექმნა ტესტი, რომელსაც თავადვე უწოდა “იმიტაციის თამაში”. ეს ტესტი მართლაც როლურ თამაშს გულისხმობს, რომლის ერთ მხარეს ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს მათი თანამოსაუბრე ჩატბოტია ამ უკანასკნელმა თანამოსაუბრე უნდა დაარწმუნოს, რომ ისიც ადამიანია და არა კომპიუტერული მოწყობილობა.


ალან ტურინგმა შექმნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ახალი სამყარო. მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი, "გონებასხეულის" პრობლემა, მან 1936 წელს ერთი დეკლარაციული წინადადებით გადაწყვიტა: "შესაძლებელია გამოვიგონოთ მანქანა, რომელიც გმოყენებული იქნება ნებისმიერი
თვლადი რეზულტატის მისაღებად"


ტურინგი უბრალოდ არ ინტუიტირებდა, რომ ეს საუცხოო "აღმოჩენა" სრულიად შესაძლებელი იქნებოდა პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ამ დემოსტრაციით "კომპიუტერული ერა" დაიწყო.მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ 1936 წლამდე ბევრი ორგანიზმი კომპიუტერად იწოდებოდა, სანამ ტურნგს დაებადებოდა ზემოხსენებული იდეა, თუმცა სამიზნე "ობიექტები " იყვნენ ადამიანები, გარვეული ორგანიზაციის კლარკები, მათემატიკური უნარების მქონდე პირები, რომლებიც ავლენდნენ საკმაო ცოდნას, მონდომებასა და გამოცდილებას, რათა სანდო შედეგებისა და პასუხებისთვის მიეღწათ.ეს იყო დაუღალავი შრომა 24 საათის განმავლობაში.მათი უმრავლესობა ქალი გახლდათ.


მათი უმრავლესობა დასაქმებული იყო ისეთ სფეროში, რომელიც მუდმივ გამოთვლებს საჭიროებდა: შეიარაღებული ძალები, იარაღების წარმოება, კომერცია-გაყიდვა, ინჟინერია და სხვა ტექნიკური საწარმოები.იმისათვის, რომ ტურინგის თეორია სრულად შევიმეცნოთ, საჭიროა, იგი დავუპირისპიროთ დარვინის იდეოლოგიასა
და მის ევოლუციურ თეორიას.დარვინამდე სამყაროს მოიცავდა არა მეცნიერება, არამედ ტრადიცია:მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ორგანიზმი, დაწყებული მაღალ საფეხურზე დგომი არსებებით-ადამიანებით, დამთავრებული ყველაზე მცირე ზომის სხეულებით, იყვნენ კიდევ უფრო მაღლა მგომი არსების ქმნილებები, ღმერთი იყო ის ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელმაც ეს ორი საწყისი ერთმანეთს დაუკავშირა. დარვინმა თავისი თეორიით ყველაფერი თავდაყირა დააყენა.ევოლუციური ბიოლოგიის აღმოჩენებმა არა მარტო ბიოლოგიის ტრადიციულ განშტოებებზე, არამედ სხვა აკადემიურ დარგებზეც იმოქმედა, როგორებიცაა ევოლუციური კოპიუტინგი, ხელოვნური ინტელექტი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა, იგი მოიცავს
დარვინის პრინციპების გამოყენებას კომპიუტერულ მეცნირებაში არსებულ პრობლემებში.მეცხრამეტე საუკუნის დარვინის კრიტიკოსი, რობერტ ბევერლი მაკინზი ცხადად ამბობს :


„აბსულუტური გაუცნობიერებლობა ხელოვნებაა, იმისთვის რომ დავალაგოთ მთლიანი სისტემის ფუნდამეტური პრინციპი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ სრულყოფილი მანქანის შესაქმნელად
არ არის აუცილებელი ვიცოდეთ როგორ შვქმნათ იგი!“

image

ჩარლზ დარვინი და ალან ტუნინგი, სხვადასხვა გზით, თუმცა საბოლოოდ ერთ აზრზე შეთანხმდნენ-კომპეტენციის არსებობა გააზრების გარეშე. ამ მტკიცებამ ეს შეცვალა ღრმად დამაჯერებელი ვარაუდი, რომ გაგება ნამდვილად
ფაქტობრივად ყველა მაღალი დონის კომპეტენციის წყაროა. ბოლოს და ბოლოს, რატომ ვართ იძულებულნი
შვილები ვატაროთ სკოლაში? რატომ ვეწინააღმდეგებით სწავლების ძველებურ მეთოდებს? ჩვენ
ველოდებით თუ როგორ გადაიზრდება ჩვენი შვილების გაგების უნდარი მათ კომპეტენციაში.თანამედროვე
განათლების დევიზია : "გათვიცნობიერება კომპეტენციისთვის ". ჩვენთვის, ჰომო
საპიენსებისათვს“ჩვეულებრივი მოვლენაა, ვიღწვოდეთ კომპეტენციისკენ. განათლების ეს მდგრადი
პრინციპები, ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია დარვინის-ევოლუციური და ტურინის-ხელოვნური
ინტელექტის თეორიის კრიტიკისათვის.


განვიხილოთ, როგორ მივიდა ტურინგი თავის მტკიცებულებამდე.მან აირჩია „ადამიანი-კომპიუტერები“ საკვლევ მოდელად.ისინი საათობით უსხდნენ საკუთარ სამუშაო მაგიდებს, რათა გამოეთვალათ, ჩამოეწერათ, დაეანგარიშებინათ, საბოლოოდ
კი გაშუალებული და სანდო რეზულტატი მიეღოთ.ტურინგმა აქცენტი გააკეთა მათ აზროვნებაზე.შეეძლოთ მათ რთული დავალების შემდეგ მარტივზე უპრობლემოდ გადასვლა? შეძლოთ რიცხვი
99999999999 დაესახელებინათ 9999999999-ის შემდეგ? ტურინგმა მათ სესთავაზა უნივერსალური ალგორითმი, რომელიც ნებისმიერ სხვა ალგორითმს ამოხსნიდა. დაეხმარებოდა „ადამიან-კომპიუტერებს“
გამოთვლები სწრაფად და ეფექტურად შეესრულებინათ: „ კომპიუტერი ნებისმიერ მომენტში მოქმედებს იმ სიმბოლოების მეშვეობით, რომლებიც მას საკვლევად და ამოცანის ამოსახსნელად სჭირდება, ამრიგად იგი სხვა მექანიზმებზე „ფიქრით“ არ კარგავს დროს.
image


ინტელექტი თავის თავში სწავლის შესაძლებლობასაც მოიცავს. ადამიანის მსგავსად ხელოვნური ინტელექტის მქონე არსებას (მოწყობილობას) უნდა შეეძლოს გარესამყაროს შემეცნება, მისი აღქმა და საჭირო უნარების განვითარება. აქ დგება ერთობ უცნაური მომენტი: თუ ხელოვნური ინტელექტი შეძლებს სრულად აითვისოს დასწავლის ფუნქცია, მაშინ ლოგიკურად მას შეეძლება დამოუკიდებლად განიცადოს ევოლუცია მისი აპარატული შესაძლებლობის ფარგლებში, ანუ ხდება ხელოვნურად ევოლუციის პროცესის იმიტირება.

0
358
1-ს მოსწონს
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
358