x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საიდუმლო ცოცხალი წიგნი

image



მეორე ამბავი ეწერა ქალზე რომელიც მუდმივად ხედავდა მოჩვენებებს რომლებიც მოკლვით ემუქრებოდნენ, მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებოდა, დიდი ხნის დევდნის და მრავალჯერ გადარჩენის შემდეგ სულებმა ის მაინც წაიყვანეს. მოთხორბა დავამთავრე თუ არა მაშინვე ჩამეძინა მეორე დილით ავდექი, სამზარეულოში შევედი მინდოდა რაიმე შემეჭამა პური გადმოვიღე და დავიწყე მისი ჭრა, ყურადღება გარედან შემოსულმა ხმამ გამიფანტა და დანა პურის ჭრის დროს მაჯაზე დავისვი, საბედნიეროდ დანა მთავარ არტერიას ოდნავ აცდა, ხელზე ნაჭერი დავიხვიე შემდე ყავის მადუღარა ჩავრთე და აბაზანაში შევედი ჭრილობის ჩამოსაბანად, აბაზანიდან რომ გამოვედი დამწვრის სუნი ვიგრძენი გავედი ოთახში და ვხედავ თითქმის მთელს სახლში ხანძარია მოდებული, ტელეფონს ხელი დავსტაცე და ერთი ნაბიჯით გამოვასწარი ჭერის ჩამონგრევას სახლიდან. სახანძრო მალე მოვიდა ხანძარი ჩააქრეს, გამომძიებლებმა თქვეს რომ ხანძარი ყავის მადუღარის ბრალია. ნაგრევებში გადარჩენილ ნივთებს ვეძებდი, ამ გადარჩენილი ნივთებიდან წიგნიც ვიპოვე, დაუჯერებელია ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა. მინდოდა გადამეგდო წიგნი მაგრამ რატომღაც ვერ შევძელი ვერ გავიმეტე და ამ ფაქტების გამო ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა, ალბად ეს წიგნის მაგიური ძალა იყო რომელიც არ მიშვებდა. მოვკრიბე ჩემი ნივთები და საცხოვრებლად გადავედი ბიძაშვილის ერთ პატარა ბინაში რომლის გაქირავებასაც აპირებდა მაგრამ რადგან ჯერ კლიენი არ ჩანდა დროებით მე დამითმო.


საღამოს ძილის წინ ისევ გადავშალე წიგნი მესამე მოთხრობის წასაკითხად მაგრამ დამაინტერესა რის შესახებ ეწერებოდა მესამე მოთხრობის შემდეგ, როდესაც ფურცლები გადავშალე მესამე მოთხრობის შემდეგ გვერდი ცარიელი აღმოჩდა იქ აღაფერი ეწერა არადა წიგნის პირველ გვერდზე იყო მოთხრობების ჩამონათვალი სათაურებით. რა გაეწყობოდა შევუდექი მესამე მოთხრობის კითხვას.



image

0
181
5-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0