x
image
_K_
17 საკვები, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ
რთულია, თავი შეიკავო გემრიელი რაღაცების ჭამისგან, როცა მკაცრ დიეტაზე ხარ, თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომელთა ჭამაც ნებისმიერ დროს თავისუფლად შეგიძლიათ ისე, რომ წონაში საერთოდ არ მოიმატებთ. ისინი ძალიან მცირე კალორიებს შეიცავენ.

სტატიაში გთავაზობთ 17 პროდუქტს, რომლის ჭამაც შეუზღუდავად შეგიძლიათ.

image


1. ნიახური - 6 კილოკალორია


ნიახურის თითქმის 95% წყალია. ის შეიცავს ვიტამინ K-ს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. უმჯობესია, მიირთვათ ახალი ნიახური, რადგან თავის საუკეთესო თვისებებს ის დაჭრიდან 5 დღეში კარგავს.

image


2. არგუულა - 10 კილოკალორია

ორ ფინჯან არგუულაში მხოლოდ 10 კილოკალორიაა. ეს მცენარე გეხმარებათ, დაიკლოთ წონაში ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. შეგიძლიათ, მიირთვათ თეთრ ყველთან და ზეითუნის ზეთთან ერთად.

image


3. კვერცხის ცილა - 17 კილოკალორია

კვერცხის ცილის ჭამა დიდი რაოდენობით შეგიძლიათ. ეს სასარგებლოა მათთვისაც, ვინც მკაცრ დიეტაზეა. შეურიეთ კვერცხის ცილას რამდენიმე პომიდორი და მიიღებთ ყველაზე ჯანსაღ ომლეტს მსოფლიოში! თუმცა, თუ ფიგურას უფრთხილდებით, უმჯობესი იქნება, თუ კვერცხის ცილას ზეთში არ შეწვავთ.

image


4. სალათა - 10-20 კილოკალორია

სალათის ფოთლები მდიდარია A და C ვიტამინით, ისევე როგორც ფოლიუმით და რკინით. ის, პრაქტიკულად, კალორიების დაკლებაში გეხმარებათ, ამიტომ დიდი რაოდენობით ჭამა სულაც არაა საშიში.

image


5. კიტრი - 16 კილოკალორია

კიტრი დაახლოებით იმდენივე რაოდენობის წყალს შეიცავს, რამდენსაც ნიახური. კიტრის კანი ბევრ სასარგებლო ვიტამის შეიცავს, მათ შორისბეტა-კაროტინს, რომელიც კარგი მხედველობისთვისაა საჭირო. ასე რომ, უკეთესია, თუ კიტრს გაუთლელად მიირთმევთ.

image


6. ყვავილოვანი კომბოსტო - 25 კილოკალორია

ყვავილოვანი კომბოსტო ვიტამინ C და K -ს ნამდვილი წყაროა. ყველაზე სასარგებლო კი მაშინ იქნება, თუ უმად შეჭამთ.

image


7. პომიდორი - 25 კილოკალორია

პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, ვიტამინებით - A, C და B2, ფოლიუმით, რკინით, ქრომით და კალიუმით. ისინი გეხმარებათ კალორიების დაკლებაში და გამარაგებთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ელემენტებით.

image


8. ბროკოლი - 31 კილოკალორია

ბროკოლი მათი საყვარელი საჭმელია, ვისაც წონაში დაკლება უნდა. A, C, E, და K ვიტამინების გარდა, ის შეიცავს 20%-ის იმ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ელემენტებიდან, რომელიც დღიურად უნდა მიიღოთ.

image


9. ბატი-ბუტი - 31 კილოკალორია

ერთი ფინჯანის დოზა ბატი-ბუტი თქვენს ფიგურაზე გავლენას არ იქონიებს, რადგან გაბერილ სიმინდის მარცვლებში უმეტესად ჰაერია.

image


10. ე.წ. ხუჭუჭა კომბოსტო - 32 კილოკალორია

ხუჭუჭა კომბოსტო, სხვა ზღვის მცენარეების მსგავსად, შეიცავს იოდის დიდ დოზას და ხელს უწყობს კალორიების კლებას.

image


11. ბარდა - 35 კილოკალორია

ერთი ფინჯანი ბარდა სულ რაღაც 35 კალორიას შეიცავს, ის მდიდარია პროტეინებით.

image


12. გრეიფრუტი - 50 კილოკალორია

გრეიფრუტი გეხმარებათ სისხლის მიმოქცევის დასტაბილურებაში. ის მდიდარია ვიტამინ C -ით და რადგანაც კალორიული პროდუქტი არაა, დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

image


13. ნესვი - 55 კილოკალორია

ნესვი დიეტის დარღვევის გარეშე დაგიკმაყოფილებთ ტკბილი პროდუქტის მოთხოვნილებას. ის შეიცავს დღიურად მისაღებად რეკომენდებული A და C ვიტამინების ნახევარს.

image


14. მარწყვი - 50 კილოკალორია

მარწყვი შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს. ის მდიდარია კალიუმით და რკინით და აქვს ანტი-ანთებითი ეფექტი, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

image


15. მაყვალი - 62 კილოკალორია

მაყვალი მდიდარია ანტიოქსიდებით და ვიტამინ C -ით. ამას გარდა, მას საოცარი გემო აქვს. უსაფრთხოა მათთვისაც, ვინც დიდი ხნის განმავლობაშია დიეტაზე. კალორიის შემცველობა პროდუქტში მართლაც რომ ცოტაა.

image


16. ფორთოხალი - 80 კილოკალორია

ფორთოხალი ერთ-ერთი უგემრიელესი ხილია. ის ცნობილია ვიტამინ C -ის მაღალი შემცველობით. თეთრი ფენა ფორთოხლის კანის ქვეშ შეიცავს რკინას, რომელიც ქოლესტერინის შემცირებისთვისაა კარგი, ამიტომ, გირჩევთ, არ მოაშოროთ თეთრი ნაწილი ფორთოხალს გაფრცქვნისას.

image

17. მოცვი - 85 კილოკალორია

მოცვი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხილი. ამიტომაც, ერთი ფინჯნის დოზა მოცვი დაგეხმარებათ დიეტის დაბალანსირებაში. ის ცოტა კალორიას შეიცავს, ამიტომაც წონის მომატების ნუ შეგეშინდებათ.

image

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


✦14 საკვები, რომელიც გიცავთ გულის შეტევისგან

✦6 ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

✦1 მარტივი ვარჯიში, რომელიც ფორმაში მოგიყვანთ

✦6 მარტივი ნიღაბი იდეალური სახის კანისთვის

✦6 საკვები პროდუქტი, რომელსაც მთელი ცხოვრება არასწორად ჭამდით

0
5719
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5719
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0