x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ემოციური ინტელექტი- გავლენა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე
imageემოციური ინტელექტი- ეს არის ინტელექტის ტიპი, რომელშიც შედის შემდეგი უნდარები: ემოციათა ზუსტი აღქმა, გაგება და გამოხატვა; აზროვნების გასაადვილებლად ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენება და საკუთარი ემოციების რეგულირება, როგორც ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენება და საკუთარი ემოციების რეგულირება, როგორც ემოციური, ისე ინტელექტუალური ზრდის ხელშესაწყობად.

ემოციური ინტელექტის შესწავლისას მრავალი მეცნიერული კვლევა ეხება ემოციური ინტელექტის გავლენის ემპირიულ დასაბუთებას ცხოვრების ხარისხზე, აკადემიურ და სამსახურეობრივ წარმატებაზე, სტრესისადმი გამძლეობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და სოციალურ ურთიერთობებზე. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:


ემოციური ინტელექტი და გენდერული განსხვავებები:

image



ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან თუ არა ქალები და მამაკაცები ემოციური ინტელექტის დონეებში.

დ. გოლემანი მიუთითებს, რომ არანაირი გენდერული განსხვავება არ არსებობს ამ მხრივ. მის მოსაზრებას ამყარებს თვითანგარიშის საფუძველზე შეგროვებული მონაცემები.

სხვა მკვლევარები განსხვავებულ შედეგებს გვაწვდიან. კერძოდ, მეიერისა და გერის( 1996), მეიერის, კრუზის და სალოვეის ( 1999) და უფრო გვიანდელ მანდელისა და ფერვანის (2003) კვლევებში აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო მაღალ კოფიციენტს იღებენ ემოციურ ინტელექტში, ვიდრე მამაკაცები. შეიძლება ითქვას, ისინი ემოციური სფეროს ექსპერტები არიან.


ემოციური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში:

imageარაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ემოციურ ინტელექტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ელემენტებზე. პალმერმა, დონალდსონმა და სტოუმ(2002) აღმოაჩინეს, რომ მაღალი ე.ი. იყო ცხოვრებით კმაყოფილების პრედიქტორი. პელიტერის მიხედვით, მაღალი ე.ი.-ს მქონე ადამიანები უფრო მეტად ადაპტურნი არიან გარემოსთან, ჯანსაღი ფსიქიკა აქვთ. სხვა კვლევებში ასევე მიუთითებენ, რომ მაღალი ე.ი.-ს მქონეებს აქვთ პოზიტიური ინტერპერსონალური ურთიერთობები.

მეიერმა, კარუზომ და სალოვეიმ(2000) უარყოფითი კავშირი გამოავლინეს ე.ი.-ს და პრობლემატურ ქცევას შორის. დაბალი ე.ი. დიდი ალბათობით დაკავშირებული იყო დევიანტურ ქცევებთან: ალკოჰოლის, ნარკოტიკების დიდი რაოდენობით მოხმარებასთან, ვანდალიზმთან, ჩხუბთან...


ემოციური ინტელექტი სამუშაო ადგილზე:

imageსხვადასხვა კვლევები ამტკიცებენ, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი სამუშაო პირობებში განაპირობებს კარგ ადაპტაციას; ლიდერები მაღალი ე.ი-თ სარგებლობენ ნდობით, პატივისცემით, თბილი ურთიერთობებით თანამშრომლებთან. აქვთ მათთან თანხმობა და საკმაოდ ეფექტურნი არიან. (Mumford, Zaccaro, Harding, Jacobs,
& Fleishman, 2000).

პერსონალის შერჩევისას რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ მაღალი ე.ი.ს მქონე თანამშრომლები ზოგავენ ორგანიზაციის ბიუჯეტს, ასევე გამოიმუშავებენ დიდ თანხებს. (Air Force used Bar On's Emotional Quotient Inventory, 1998; Boyatzis, 1999).


ემოციური ინტელექტი და წარმატება:

imageერთერთი მთავარი კვლევის საკითხია რომელი უფრო ეფექტურია წარმატების წინასწარმეტყველებისთვის - IQ თუ EQ?კვლევების გააქტიურება გამოიწვია გოლემანის 1994 გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელიც მიუთიტებდა, რომ ემოციური ინტელექტი ისევე, და უფრო მეტადაც ძალაუფლების მქონეა, ვიდრე IQ. სტატიას წინ უძღოდა 1885 წელს გამოქვეყნებული ლონგიტუდური კვლევის შედეგები (Snarey & Vaillant, 1985), რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილზე წარმატების პრედიქციისთვის IQ არ იყო სანდო. 450 მამაკაც თანამშრომელის ანგარიშზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ მათი IQ ნაკლებად უკავშირდება პიროვნულ წარმატებებს; ამის საპირისპიროდ, პიროვნულ წარმატებას უკავშირდებოდა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ფრუსტრაციის, ემოციების მართვა, სტრესთან გამკლავება.. ( ეს ელემენტები ე.ი.-ს ცენტრალურ ცნებებს წარმოადგენენ).

თუმცა მიმდინარე თეორიები ასე გადაჭრით არ წყვეტენ საკითხს . გოლემანიცა და მერეი(სალოვეისტან და კარუზოსთან ერთად), მიუთიტებენ, რომ ემოციური ინტელექტი ადამიანს ამარაგებს ემოციური კომპეტენციებიტ, რომელიც არიან სანდო პრედიქტორები სამსახურის წარმატებით შესრულებისა.

imageდღესდრეობით მიცნეულია, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ზოგადი, ასევე ემოციური ინტელექტი. აკადემიური წარმატების წინასწარმეტყველებისთვის გამოიყენება IQ, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებისთვის EQ.

0
233
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0