x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბავშვის ფოტომ, რომელსაც ქუჩაში მუყაოს ნაგლეჯზე სძინავს მთელი ინტერნეტი დაასევდინა-მისი ისტორია გულშიჩამწვდომია!

დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნეტში მცირეწლოვანი ბავშვის ფოტო გავრცელდა, რომელსაც ქუჩაში მუყაოს ნაგლეჯზე სძინავს, ბავშვი დაახლოებით სამ წლამდე იქნება.
ფოტო მთელს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა და საზოგადეობა დაასევდიანა.
image

ჟურნალისტებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ინფორმაციის მოძიება როგორ აღმოჩნდა ეს ბავშვი ქუჩაში და სად არიან მისი მშობლები.
მისი ისტორია ნამდვილად გულდასაწყვეტია, ბავშვი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, როცა ამის მიზეზს გაიგებთ გული საშინლად გეტკინებათ.
სამწუხაროდ მის სიტუაციაში დღეს კიდევ უმარავი ბავშვია.
აღნიშნული ფოტო ყირგიზეთის ერთ-ერთ ქალაქში ადგილობრივმა გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა წარწერით: “კარგი იქნებოდა ამ პატარას საბავშვო ბაღში ან სახლში ეძინოს და არა ქუჩაში. “
ბავშვის ბედით ადგილობრივი ხელისუფლებაც დაინტერესდა, სწორედ მათ გაარკვიეს, რომ ბავშვს სახელად ისხაკი და ერქვა სულ რაღაც ორი წლის იყო.
აღმოჩნდა, რომ ბავშვი უპატრონო სულაც არ იყო, მას ჰყავდა ოჯახი და მის გარდა მშობლებს კიდეც სამი შვილი ჰყავთ.
ბაზარში მომუშავე ადამიანებმა თქვეს, რომ ბავშვი მუდმივად ამ ტერიტორიაზეა.
ჟურნალისტებმა მის დედას, 35 წლის ზულფიასაც მიაკვლიეს, აღმოჩნდა რომ ოთხი შვილის გაზრდა მარტოს უწევს, მისი მეუღლე ერთ დღეს სამუშაოდ წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
მისი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ კი არავინ არაფერი იცის.
როგორც ახალგაზრდა დედამ ჟურნალისტებს უთხრა, მათ საცხოვრებლი არ გააჩნიათ და ამიტომ იძულებულია პატარა ბიჭუნა ქუჩაში დააძინოს.
“ჩემი შვილს სძინავს, სანამ მე ვმუშაობ, სხვა არჩევანი არ მაქვს, ამიტომ შეძლებისდაგვარად უსაფრთხო ადგილს მოვძებდნი ხოლმე, მუყაოს გავუფენ და ვაწვენ.”
ამ ისტორიის გავრცელების შემდეგ ყირგიზეთის მთავრობამ ბავშვის დახმარება გადაწყვიტა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა მთავრობას ბავშვზე და მის ოჯახზე ზრუნვა დაავალა.
როგორც წყაროშია ნათქვამი, ხელისუფლებამ პატარა ბიჭი და მისი ოჯახი საცხოვრებლით დააკამყოფილა, ასევე გადასცა საკვები და სხვა საჭირო ნივთებიც.

სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ამგვარ სიტუაციაში მსოფლიოში ათასობით ბავშვია, რომელსაც ქუჩაში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
ჩვენ ქვეყანაში ამის უამრავი მაგალითია.


0
84
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0