x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
წუხელ ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა– ავრცელებს ინფორმაციას ნიკა გვარამია
იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს წუხელ ინსულტმა დაარტყა, რის გამოც ჯერ 6 ექიმი ჩამოუყვანიათ ლუქსემბურგიდან ზედამხედველად, ხოლო მიუხედავად ამისა, გართულებული მდგომარეობის გამო ის მაინც გერმანიაში გადააფრინეს.


image


image


ინტერნეტ სივრცეში პოსტს ძალიან ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოყვა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, გარკვეული ნაწილი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს ბიზნესმენს, უდიდესი ნაწილი კი კმაყოფილია მომხდარით და გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც არც უარყოფილია და არც დადასტურებული. თუმცა, როგორც ნიკა გვარამია წერს, "ალიას" მოუპოვებია ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილის კომენტარი, აი რას წერს ბიზნესმენი: (ციტირება ნიკა გვარამიას პოსტიდან) "აუდიო ხომ არ გაქვთ, შემთხვევით, ძვირფასო ალიავ?
17 ივნ 2017 18:44 361
„ალიამ“ ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოიპოვა!!! - „მადლობა, რომ მომიკითხეთ!“
მეორე დღეა, ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაციები ვრცელდება, თითქოს მან ინსულტი მიიღო და სასწრაფო წესით გერმანიაში გადააფრინეს.
ამ თემაზე `ალიამ~ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური კომენტარი მოიპოვა: ექს-პრემიერი `ალიასთან~ საუბარში აცხადებს, რომ იგი იმყოფება საჩხერეში, თავს გრძნობს შესანიშნავად და სასაცილოდ არ ყოფნის ხელმოცარული ადამინების ფანტაზია... `საჩხერეში, ჩემს სახლში ვარ და თავს ვგრძნობ შესანიშნავად. მადლობა, რომ მომიკითხეთ..."
image



ბოროტად მაკომენტარებელ მომხმარებლებს კი ბლოგერი გურამ შეროზია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტით ეხმაურება: "აუუუ!!!! აი რასაც ამ სტატუსის კომენტარებში ვხედავ - ვერ აღვწერ სიტყვებით! გული მერეოდეს, შოკირებული ვიყო თუ რამე სხვა ემოცია უნდა მქონდეს ვერ ვხვდები მართლა!!! :/
არ ვიცი რამდენად რეალური ინფორმაციაა, მაგრამ გულით ვუსურვებ ბიძინას მალე გამოჯანმრთელებას და ხალხს კიდევ - ნაკლებ სიძულვილში ცხოვრებას. შეიძლება არ გვიყვარდეს ადამიანები, მეტიც - ძალიან გვაღიზიანებდეს, მაგრამ სიკვდილი ვუსურვოთ? თან ასე უგულოდ, ცინიკურად, ტაშ-ფანდურით? მითხარით, რომ უბრალოდ ცუდად ღადაობენ :(
ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა მიშას რომ რამე მსგავსი მოსვლოდა და ამტყდარიყო ღრეობა. ზომბების სექტა ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენია, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს!"– წერს შეროზია.


image

3
678
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
678
  
2017, 19 ივნისი, 16:37
მამამისს ვიცნობდი ახლოს, წესიერი კაცი იყო ცხონებული, ნიკა უდაოდ ნიჭიერი და განათლებულია, მაგრამ ადამიანურობის არაფერი არ სცხია.
ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა ქართველი მისი ცუდად ყოფნა ნამდვილად არ გამიხარდება...
2017, 19 ივნისი, 16:27
კიი, დახასიათებაში ასე ეწერა :))) შოუ-ბიზნესი და ტელევიზიაც ხომ ერთგვარი პოლიტიკაა :))) გეთანხმები გუჯა, რაც მის არხზე შოუებს ვუყურე, შოუც იყო და შოუც, მრავალი ოჯახი გაამწარა და სულ დამეკარგა ამ კაცზე წარმოდგენა.
2017, 19 ივნისი, 15:02
გვარამია და პოლიტიკური მოღვაწე!? :))))
გაიხსენოს პროკურორობის პერიოდი თუ არ ახსოვს შევახსენოთ, საკუთარი ბოღმა მოწამლავს ამ უდაოდ ნიჭიერ, მაგრამ ყოველგვარ ადამიანურს მოკლებულ ინდივიდს!!!
0 1 3