x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"სხეულის გარკვეული ნაწილები ახლაც პარალიზებული მაქვს"- გურამ შეროზია სტეფანეს კონცერტთან დაკავშირებით
ყველასათვის კარგად ცნობილი, ბლოგერი გურამ შეროზია პროფესიით ეკონომისტია. რამოდენიმე წლის წინ ტელეკომპანია იმედზე, გადაცემა "იმედის დილაში" წამყვანად მუშაობდა. დღეს გურამს აქვს საკუთარი ბლოგი, რომლის საშუალებითაც მიმდინარე თუ უბრალოდ მისთვის მისაღებ თუ მიუღებელ თემებს საჯაროდ ყოველთვის თამამად განიხილავს. დღევანდელ სტატიაში კი მისი გულახდილი პოსტი მინდა გამცნოდ, სადაც ის მომღერალი "სტეფანე მღებრიშვილის" კონცერტთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. (აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ სტეფანეს კონცერტი გაიმართა, სადაც მან თავისი ძველი სიმღერები გააცოცხლა და მსმენელის სიყვარული და მოწონება "კიდევ ერთხელ" დაიმსახურა. მისი ყოფილი მეუღლე მაია დარსმელიძე სიამაყით წერდა, რომ ათი ათას კაციანი დარბაზი სავსე იყო და მსურველთა რიგი ლესელიძემდე იდგა)


image


სტეფანეს კონცერტთან დაკავშირებულ, გურამ შეროზიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


" ვინც სტეფანეს გუშინდელ კონცერტზე არ იყავით - ბევრი დაკარგეთ, მაგრამ მეორე მხრივ თან მადლობა, ისედაც ძლივს ვეტეოდით და იმდენი ხალხი იყო, სხეულის გარკვეული ნაწილები ახლაც პარალიზებული მაქვს ხახუნისგან :დ
- იმაზე მეტი სიმღერა მცოდნია ზეპირად, ვიდრე მეგონა. კი არა და თითქმის ყველა :დ
- ასწორებს, როცა დგახარ და გარშემო "ხედები" გახვევია (360 აქამდეც მიყვარდა), თან ცეკვავ, თან მღერი, თან სვამ და მოკლედ სრულად ხარ ჩართული :დ
- მშვენიერი Sparkle რომ დგას ბექ ვოკალში, ანუ ყურთან ერთად თვალსაც რომ უხარია. ^_^
- მუსიკოსებიც სუპერ, დრაივიც, შოუც, ისე უცებ გავიდა საათნახევარი, ვერც მივხვდით ))
და მსმენელიც მოწოდების სიმაღლეზე, ემოციებით, ყვირილებით, "პაძერჟკით", ყველაფრით!
ნუ რიგში რომ ქართველმა ვაჟკაცებმა ლამის ცემეს დაცვა და კიდევ რამდენიმე მთვრალმა ქალმა ზედ რომ გადამიარა და ცოტა სასმელიც გადამაღვარა ბონუსად - ეგეც არაფერი, ით ჰეფენზ :დ ჰოდა კიდევ, თავი სცენაზე მქონდა ლამის შეყოფილი და სახეზე დინამიკი მედო, შესაბამისად მგონი ცოტა დავყრუვდი )))
მოკლედ მადლობა, ჩემი და ჩემი +8-ს სახელით ❤
ჰოდა, აქამდე სად იყავი Stephane? :)))
P.s. შოუბიზნესის გარდაცვლილობაზე ნურავინ იწუწუნებს, შექმენით, დაგვამახსოვრეთ და ვივლით ძმაო. :)) აბა ქავერებს მეც მშვენივრად ვმღერი :დ"– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შეროზია.


image


P.S. წარმატებები სტეფანეს! (ფოტო მისი კონცერტიდან)


image


0
196
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0