x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაცივარში კვერცხის შენახვის წესები

კულინარია — არ არის მეცნიერება, მხოლოდ პროდუქტების და მათი მომზადების წესების შესახებ, ის პროდუქტებთან ურთიერთობის ხელოვნებაც არის. ასე, მაგ., შენახვის წესი, ბევრად განსაზღვრავს რამდენად შეინარჩუნებს პროდუქტი ვარგისიანობას.


image


ყველამ იცის, რომ პური საპურეში უნდა ინახებოდეს, კარტოფილი — ბნელ და გრილ ადგილზე, ხოლო ბანანის მტევანი, შენახვის წინ, უნდა დაიშალოს, რომ უფრო დიდ ხანს გაძლოს. მაგრამ, რა უნდა ვიცოდეთ კვერცხის შესახებ? მისი მხოლოდ მაცივარში შენახვა, ნამდვილად არ არის საკმარისი. არსებობს კვერცხის მაცივარში მოთავსების და მისთვის ადგილის შერჩევის გარკვეული წესები:


I. კვერცხი მაცივარში შეინახეთ


კვერცხი რეგულარულად არის, საშუალო სტატისტიკური ადამიანის, ბალანსირებული რაციონის აუცილებელი პროდუქტი. ის არამარტო შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს და მინერალებს, არამედ ბევრ კერძში, შეუცვლელი, დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციასაც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან საჭირო და მოთხოვნადი მპოდუქტია, არასწორედ შენახვის შემთხვევაში, მაინც ფუჭდება და სალმონელოზის მატარებელი ხდება. კვერსხი აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს, მაგრამ შენახვასაც აქვს თავისი წესები:


II. გარეცხვა


წესი № 1: არასდროს გარეცხოთ კვერცხი, შეძენის წინ. გარეცხეთ მხოლოდ გამოყენების წინ, რადგან გარეცხილ კვერცხს შენახვის ვადა უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე გასარეცხს, რადგან კვერცხი დამცავი აპკით არის დაფარული, რომელიც მას სცილდება გარეცხვის დროს და ის, ფორებიანი ნაჭუჭით, «სუნთქვას» იწყებს ანუ შიგნით ჰაერი შედის.


III. თარო კარებზე


მაცივარში კვერცხის შესანახად, კარების თარო საუკეთესო ადგილი არ არის. რეკომენდირებული ტემპერატურა, კვერცხის შესანახად, 20 გრადუსზე ნაკლები არის. მაგ., ეს აშკარად ცოტაა. კვერცხი როგორც აღვნიშნეთ, მაცივარში უნდა ინახებოდეს, სადაც ტემპერატურა +1- +6 გრადუსია (საყინულესთან ახლოს უფრო დაბალი, მისგან დაშორეთით, თანდათანობით მატულობს). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაცივრის კარები ყველაზე თბილი ადგილია და კარების ხშირი გაღება-დახურვა, ტემპერატურის ცვალებადობას იწვევს, რაც თავის მხრივ, შესაძლებელია, კვერცხის გაფუჭების მიზეზი გახდეს.



IV. შეფუთვა


რადგან კვერცხის ნაჭუჭი ფოროვანია, მსუბუქად იწოვს სუნს. ამიტომ, კვერცხი არ უნდა ინახებოდეს თევზთან, ხორცთან და ყველთან ერთად. კარგი იქნება, თუ კვერცხი მაღაზიის შეფუთვით იქნება შენახული, რადგან ეს სუნისგანაც დაიცავს მას და შენახვის ვადასაც გაუხანგრძლივებს.

imageV. შენახვის ვადა

image

რამდენ ხანს შეიძლება კვერცხის შენახვა? ამ კიტხვაზე პასუხი არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს. საერთოდ მიღებულია, რომ კვერცხის შენახვა 1 თვის მანძილზე შეიძლება. თუმცა, დარწმუნებულები რომ ვიყოთ მის ვარგისიანობაში, ერთ კვირაზე მეტ ხანს არ უნდა გავაჩეროთ. ასე შემცირებული შენახვის ვადა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ კვერცხის შენახვა კარების თაროზე სასურველი არ არის, რადგან მასზე, ტემპერატურის ხშირი ცვლილების ზეგავლენას თავი რომ დავანებოთ, კარების ხშირი მოძრაობაც უარყოფითად მოქმედებს.
კვერცხის შესანახად გამოიყენეთ მაცივრის შუა თარო, არ ამოიღოთ ის შეფუთვიდან და თუ ისე მოხდა, რომ შეფუთვის გარეშე შეიძინეთ, აუცილებლად მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში (პარკში) და ისე შეინახეთ.


image


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* საჭმლის “სიცოცხლის" ხანგრძლივობა მაცივარში

* როგორ უნდა შევინახოთ რძის პროდუქტები მაცივარში და ყველი მაცივრის გარეშე

* თუ მოგბეზრდათ შემწვარი და მოხარშული კვერცხი...

* როგორ მოვხარშოთ კვერცხი სწორედ!

* როგორ უნდა მოვხარშოთ კვერცხი, რომ გარედან გული იყოს, ხოლო შიგნით ცილა

* ელ. წიგნი რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image


0
3010
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0