x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( III ნაწილი)
image


1. სამმა ექიმმა თქვა, რომ რობერტი მათი ძმა არის. ხოლო, რობერტმა თქვა, რომ მას ძმები არა ჰყავს.

imageკითხვა: ვინ იტყება და ვინ არის მართალი?

image***

image2. შვიდი და აგარაკზე იმყოფება, სადაც ყველა რაღაცით არის დაკავებული. ერთი წიგნს კითხულობს, მეორე — სადილს ამზადებს, მესამე — ჭადრაკს თამაშობს, მეოთხე — კროსვორდს ავსებს, მეხუთე — სარეცხს რეცხავს, მეექვსე — მცენარეებს უვლის.

image

კითხვა: რას აკეთებს მეშვიდე და?

image***

image3. ორი კაცი ჭადრაკს თამაშობს. მათ 5 პარტია ითამაშეს და 3-3 პარტია მოიგეს.

image


კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?

image***

image4. ჯამში მამის და შვილის ასაკი 66-ის ტოლია. მამის ასაკი, შვილის ასაკის ტოლია, ოღონდ უკუღმა.

image

კითხვა: რამდენი წლის არის მამა და რამდენის შვილი?

image***

image5. ზღვის სანაპიროზე იდო ქვა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა. როდესაც მას მდიდრები კითხულობდნენ – ტიროდნენ, ღარიბებს – უხაროდათ, ხოლო შეყვარებულებს ეს სიტყვები აღიზიანებდათ.

image

კითხვა: რა ეწერა ქვაზე?

image***

image

6. ზღვის ფსკერზე სკივრი არის, რომელშიც ყველაფერია, ერთი რაღაცის გარდა.

image

კითხვა: რა არ არის სკივრში?

image***

image

7. ორ საფულეში 4 მონეტა დევს. ამასთან, ერთ საფულეში 2-ჯერ უფრო მეტი მონეტა არის, ვიდრე მეორეში.

image

კითხვა: ამას როგორ ახსნით?

image***

image

8. მდინარეს ორი ადამიანი მიუახლოვდა. ნაპირთან ერთი პატარა ნავი არის, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ორივე მოპირდაპირე ნაპირზე გადავიდა.

image

კითხვა: ეს როგორ მოახერხეს?

image***

image9. საკანალიზაციო ჭის სახურავი, უმეტეს შემთხვევაში, მრგვალი არის.

კითხვა: რატომ არ არის ის კვადრატული ან მართკუთხა?

image***

image

10. და-ძმამ მაღაზიაში 2 კოლოფი შოკოლადი იყიდეს. თითოეულ კოლოფში 12 კანფეტი იყო. დამ თავისი კოლოფიდან რამდენიმე კანფეტი შეჭამა, ხოლო ძმამ იმდენი, რამდენიც მისი დის კოლოფში დარჩა.

image

კითხვა: სულ რამდენი კანფეტი დარჩა ორივე კოლოფში?

image

პასუხები:


1. არავინ. რობერტს სამი და ჰყავს და ისინი ექიმები არიან.

image2. ჭადრაკს თამაშობს.

image3. მათ ერთმანეთთან არ უთამაშიათ.

image4. აქ სამი ვარიანტია შესაძლებელი: 51 და 15; 42 და 24; 60 და 6.

image5. ყველაფერი დროებითია.

image6. სიცარიელე.

image7. ერთი საფულე მეორეში არის მოთავსებული.

image8. ისინი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე იყვნენ.

image9. კვადრატული ან მართკუთხა ფორმის სახურავი, შეიძლება ჭაში ჩავარდეს, რადგან სახურავის დიაგონალი უფრო მეტი იქნება, გვერდის სიგრძესთან შედარებით. ხოლო, მრგვალი სახურავი არასდროს ჩავარდება ჭაში, საითაც არ უნდა იყოს მბრუნებული ანუ ის უფრო უსაფრთხოა.

image

10. ორივე კოლოფში 12 კანფეტი დარჩება.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( I ნაწილი)

ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში (II ნაწილი)

კრიმინალური გამოცანები – I ნაწილი
კრიმინალური გამოცანები – II ნაწილი

0
2088
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2088
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0