x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გარდაიცვალა გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი

image

ლუდვიგჰაფენში, საკუთარ სახლში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი.


კოლი მრავალი წლის განმავლობაში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი იყო, გფრ-ს კანცლერი 1982 - 1998 წლებში.მის სახელს უკავშირდება ბერლინის კედელის დანგრევა და რაც მთავარია ორად გაყოფილი გერმანიის:ფედერაციული და კომუნისტურ-დემოკრატიული რესპუბლიკების გაერთიანება, აგრეთვე ევროპული ვალუტის, ევროს შემოღება.


თავისი ბოლო გამოსვლისას, უკვე ეტლში მჯდომმა კოლმა, 2012 წელს, ბერლინში განაცხადა, „ევროპისთვის ვიბრძოლებ მუდამ, თავისუფლებისა და მშვიდობისთვისო". კოლი იყო ევროკავშირსა და ნატოში ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ინტეგრაციის მხარდამჭერი.



image

0
69
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0