x
image
alex999
Mediator image
ჭერამი - ხილის სახეობა, რომლის შესახებაც არ გსმენიათ ბევრი რამ - ეს უნდა იცოდეთ!

ჭერამი - ჭერმის სახელწოდებით საქართველოში ცნობილია გარგარის ჯიშის, Pr. Armenica-ს თესლნერგი. ჭერამის ხეები აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში გვხვდება გაფანტული სახით და უფრო ვრცლადაა გავრცელებული ვიდრე გარგარის კულტურული ჯიშები. ჭერმებს შორის გვხვდება მრავალი ჯიშური ფორმა, რომლებიც განირჩევიან ერთი–მეორესაგან სიმწიფის დროით, ნაყოფის სიმსხოთი და შეფერვით. ამ თესლნერგებიდან მოსახლეობა „ყაისის“ სახელწოდებით არჩევს ფორმებს, რომლებსაც კურკაში ტკბილი თესლი აქვს. ჭერმებს შორის არის წარმოებისათვის ღირსშესანიშნავი ფორმები, როგორც მაგალითად, ჭერამის ის ფორმები, რომლებიც მოცემულია სურათებზე. ჭერამის ნაყოფს უმთავრესად ფაფის, საწებლებისა და წვენის დასამზადებლად ხმარობენ. იხმარება აგრეთვე ნედლადაც.


image


არსებობს ხალხის გარკვეული კატეგორია, რომელიც ჭერამს და გარგარს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს, თუმცა ესორი ხილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ჭერამი გარგარზე მცირე ზომისაა და შედარებით უფრო მჟავეა. ხეებს შორისაც არის განსხვავება, ჭერმის ხე უფრო მაღალი იზრდება და ფოთლებიც უფრო პატარაა, ვიდრე გარგრისა.


image


ჭერამს და გარგარს შორის განსხვავება, რომელიც უცხოურ წყაროებზეა განმარტებული:


გარგარი — [Armeniaca vulgaris] 1. ხეხილი, რომელიც ისხამს ერთკურკიან წვნიან მოყვითალო ნაყოფს.


ჭერამი — 1. [Armeniaca vulgaris] ხეხილი ვარდისებრთა ოჯახისა; ის ისხამს მომრგვალო ყვითელ, ან მოწითალო-ყვითელ კურკიან ნაყოფს.


image



ჭერამი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, კერძოდ, ქვემო ქართლში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ჭერმის ნარგაობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში და თბილისის საგარეუბნო ზონაში. დამატებითი ინფორმაცია: ჭერამი ხასიათდება ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით, უხვი, რეგულარული მოსავლიანობით. მაღალი ყინვა- და გვალვაგამძლეობით. თესლის აღმოცენების მაღალი უნარით. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია. კარგად იზრდება მლაშე ნიადაგებზეც. ვერ იტანს ჭარბტენიანობას. კარგად ეგუება ნიადაგის მაღალ კარბონატობას. გამოიყენება ატმის საძირედ შიდა ქართლისა და თბილისის საგარეუბნო ზონაში.


image


35 გრამ ჭერამის შემცვლელობაში შედის:

- 5% C -ვიტამინი

- 4% A -ვიტამინი

- 3% კალიუმი

- 3% სპილენძი

- 3% ბოჭკოები

- არის 17 კალორიანი.

როგორც ყველა სხვა ხილის სახეობა, ჭერამიც არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, მედიცინაში ჭერამს ხშირად იყენებენ სხვადასხვა ქრონიკული ან ჩვეულებრივი დაავადებების წინააღამდეგ. ჭერმისგან მზადდება ძალიან გემრიელი ჩირი და მურაბაც.


image



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}

1. "5 სუპერნატურალი" - ანუ ადამიანები, რომლებიც მაგიური ძალებით არიან დაჯილდოვებულნი!


2. 5 პრაქტიკული ინფორმაცია, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ!


3. რა არის სიყვარული? - 16 ილუსტრაცია, რომელიც ნამდვილ სიყვარულს დაგანახებთ


4. იცოდით თუ არა ალუბლის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ?


5. საკვები პროდუქტები, რომელიც ივნისში აუცილებლად უნდა მიირთვათ!!!


6. გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახებ!


7. ნატურალური სილამაზე, არაცივილიზებულ ტომებიდან! (ალმობიდან "გადაშენებამდე")

0
3528
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0