x
მეტი
  • 29.06.2017
  • სტატია:67255
  • ვიდეო:319916
  • სურათი:419253
ასტროლოგიური შეთავსება - მერწყული ქალი და მამაკაცი ლომი

მერწყულ ქალსა და მამაკაც ლომს საკმაოდ საინტერესო ურთიერთობა აქვთ. სახალისოა იმის ყურება, როგორ ეთამაშება ეს ორი ნიშანი ერთმანეთს. მათ შორის მეგობრობა ნამდვილად არის, მაგრამ რომანტიკული ურთიერთობა რამდენად გამოსდით, ეს უკვე საკამათო საკითხია.

image


ინტრიგა და ცნობისმოყვარეობა

მამაკაც ლომს იზიდავს მერწყულის ამოუცნობი აურა და საინტერესო აზრები, მერწყული აღვივებს ლომის წარმოსახვის უნარს და ფანტაზიას, რაც ამ ნიშნის მამაკაცებს ძალიან უყვართ. მერწყული მეგობრულია, თბილია და შეუძლია მოსმენა, სხვა რა უნდა უნდოდეს კაცს?
სინამდვილეში, უფრო რთული ასახსნელია, თუ რატომ იზიდავს ლომს მერწყული, ის ამ ქალს ხშირად აღიქვამს, როგორც ცხოვრების სიყვარულს, ყველაზე თბილ არსებას და გულწრფელად კეთილს. მერწყული ქალბატონიც დაინტრიგებულია, ცნობისმოყვარეობა ჭამს და ეს საკმარისია იმისთვის, რომ მეტის გაგებით დაინტერესდეს.
ამ ნიშნებს უყვართ კამათი.

მამაკაცი ლომი კრეატიული და დიდი წარმოსახვის უნარი აქვს, ქალბატონი მერწყული გონიერი და გამჭრიახია, ის ცხოვრებას უფრო შორი ხედით უყურებს.
ერთად მათ შეუძლიათ, გადაჭრან მსოფლიო შიმშილობის ან ეკონომიკის პრობლემა, სულ ცოტა, ამაზე ილაპარაკონ მაინც.ორივე მათგანს სურს, საუკეთესო პარტნიორი ჰყავდეს გვერდით და ადამიანური ღირებულებები ერთ-ერთი პრიორიტეტულია მათ ურთიერთობაში.

თუ საქმე სექსუალურ კავშირს ეხება, უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ უცნაურია ამ ნიშნებთან. მამაკაცი ლომი სავსეა ცეცხლით და ვნებით, მაგრამ მერწყული ქალი ოდნავ გულგრილია, ხშირად სხვა რაღაცებზე ფიქრობს და ფიზიკურად ლომთან სულაც არ არის ხოლმე.
მიუხედავად ამისა, ისინი ლაღები და სიყვარულით სავსეები არიან ერთად და საწოლშიც საკმაოდ ბედნიერები ჩანან. მამაკაცი ლომისთვის სექსუალური ცხოვრება უბრალოდ ბონუსივითაა, რომელსაც იმ ცხოვრებას ამატებს ზევიდან, რაც მერწყულთან აქვს.

image


ნამდვილი მეგობრობა საკმარისია?

ეს ურთიერთობა, რომელიც მეგობრობაზეა დამყარებული, შეიძლება მაშინ წაბორძიკდეს, როცა ნიშნები თავიანთ ნამდვილ ბუნებას გამოავლენენ. მამაკაცი ლომი შეიძლება ძალიან ეგოისტი აღმოჩნდეს და უნდოდეს, რომ აღმერთებდნენ, მერწყული კი - პირიქით. როგორც არ უნდა იყოს, ეს ნიშნები მაინც ერთმანეთის საპირისპიროები არიან, მერწული არ აპირებს ლომის გაიდეალებას და გაბრაზებული ლომიც სიმშვიდეს განმარტოებაში ეძებს.

მერწყულ ქალს ყველა ასპექტში თავისუფლება სჭირდება, ის ითხოვს ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სექსუალურ თავისუფლებასაც და დაუყოვნებლივ იტყვის უარს ურთიერთობაზე, რომელიც ამ თავისუფლებებს შეუზღუდავს. სამწუხაროდ, ლომი ძალიან მესაკუთრე და ეჭვიანია.
ქალი მერწყულისა და ლომი მამაკაცის ურთიერთობა ხშირად ჰგავს თავისუფლებასა და კონტროლს შორის ბრძოლას.

მერწყულს აქვს კიდევ ერთი თვისება, რომელსაც ურთიერთობის დანგრევა შეუძლია. ის ხშირად ეუბნება ლომს "ვის ადარდებს"? და მსგავს ფრაზებს. ლომი ამას უნდა შეეჩვიოს და ისწავლოს იმის გაგება, რა დგას, ერთი შეხედვით, უზრუნველი ფრაზების უკან, თუ, რა თქმა უნდა, მერწყულთან ერთად დიდ ხანს ცხოვრებას აპირებს.
ეს "შეჩვევა" კი მართლაც რთულია. ორივე ნიშანი, ასე ვთქვთ, ფიქსირებულია და როგორც არ უნდა უყვარდეთ პარტნიორი, საკუთარი ბუნებისგან შორს წასვლა და პრინციპების დათმობა მაინც ძალიან უჭირთ.

როგორც ჩანს, თავიანთი განსხავებების გამო რთული და საკმაოდ იშვიათია, ამ წყვილს გრძელვადიანი ურთიერთობა ჰქონდეს. მათ ძალიან ბევრი აქვთ ერთმანეთისგან სასწავლი, როგორც ყველა საწინააღმდეგო ნიშნების წყვილს. სამწუხაროა, მაგრამ ისინი ხშირად ამბობენ უარს ამაზე და ერთმანეთზეც, რადგან ფიქრობენ, რომ პარტნიორი ცხოვრებას გაურთულებთ.
ქალი მერწულისა და მამაკაცი ლომის სიყვარულის შეთავსებამ, უმჯობესია, მეგობრობას დაუთმოს ადგილი, რადგან ის ემოციური სიღრმე და საერთო ვნება, რაც ნიშნებს აქვთ, მათ შორის განსხვავებას, სამწუხაროდ, ვერ სჯობნის.

image–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



ასევე დაგაინტერესებთ


ყველაზე კარგად შეთავსებადი ზოდიაქოს ნიშნები

image

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0