x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ოფლის საწინააღმდეგო მალამო 3 ინგრედიენტით - ნამდვილი სასწაულია
image
ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ყველა ჩვენგანი სარგებლობს დეოდორანტებითა თუ ანტირესპირანტებით, რომელთა მრავალფეროვან არჩევანს გაოცებამდე მივყავართ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძვირადღირებული საშუალებები ყოველთვის როდი ამართლებს. ისინი განსხვავდებიან სტრუქტურითა თუ ფორმით. მათ გარეშე გაძლება წარმოუდგენელია, რადგან მთელი დღის განმავლობაში ციყვივით ვფუსფუსებთ და ჩვენი საოფლე ჯირკვლები აქტიურად გამოიმუშავებენ ოფლს.

ყველა ანტიპერსპერანტებს აქვთ ერთი მინუსი - ისინი ახშობენ ჩვენს საოფლე ჯირკვლებს და ამი ხელს უშლიან მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომ გთავაზობთ ალტერნატიულ გადაწყვეტილებას - დეოდორანტი, რომელსაც თქვენ თვითონვე დაამზადებთ სახლის პირობებში. ასეთი საშუალებები ნატურალური და უსაფრთხოა და იმედია შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ნათქვამია, "თუ გინდა გააკეთო რამე კარგი, გააკეთე საკუთარი ხელით!" და აი, გთავაზობთ ნატურალური დეზოდორანტის საოცარ რეცეპტს, რომლის დამზადების შემდეგ, ნაყიდს აღარც გაეკარებით, თანაც აღსანიშნავია, რომ არ ტოვებს არავითარ კვალს სამოსზე.

თქვენ დაგჭირდებათ:


25 გრამი სოდა;

15 გრამი სიმინდის სახამებელი;

30 გრამი ქოქოსის ზეთი;

სურნელოვანი ეთერზეთები.

მომზადება:

აურიეთ სოდა და სახამებელი ერთმანეთში(სოდა ოდითგანვე ითვლებოდა ოფლის საწინააღმდეგო საშუალებად. სახამებელი კი იწოვს ტენს და ინარჩუნებს იღლიების სიმშრალეს).

დავამატოთ ქოქოსის ზეთი(ის 24 გრადუსზე დნება, ამიტომ ადვილად ესმება კანზე).

სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი, ოღონდ ისეთი, მთელი დღე თავს რომ არ მოგაბეზრებთ.

ჩავასხათ ეს მასა მშრალი დეზოდორის კოლოფში და შევინახოთ მაცივარში. თუ უმაცივროდ ვინახავთ, ჩავასხათ კრემის შუშაში, რადგან ადვილად დნება.

თქვენ მიიღებთ უსაფრთხო საშუალებას, რომლის შედეგითაც აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

image




რა საშინელ ზემოქმედებას ახდენს პური ჩვენს ორგანიზმზე და რომელ მათგანზე შევაჩეროთ არჩევანი


ავირიდოთ დაავადებები, რომლებიც ზაფხულის ცხელ ამინდში მწვავდება



გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ!








0
1537
1-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1537