x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საბჭოთა მედია

დასაწყისშივე
განვმარტავ, რომ სტატიას საფუძვლად დაედო ერთ-ერთი ფეისბუქ პოსტი. ვიდეო,
რომელშიც საბჭოთა კავშირის დროს ქართული სატელევიზიო, “ წამყვანი “
არხი აშუქებს ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილთა თემას. ჟურნალისტი ომახიანი
ტონით ადანაშაულებს მათ გახრწნილებასა და უსაქმურობაში. საბჭოთა პათოსი
მთელ სიუჟეტს გასდევს და ამ “თეატრში“ პოლიციაც, (მაშინდელი მილიციაც )
აქტიურად მონაწილეობს. დაკითხვა მიმდინარეობს საჯაროდ, მთელი ქვეყნის
თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში. არ ვიცი, მაშინ ასეთი კანონი არსებობდა
თუ არა, მაგრამ არსად ჩანს ადვოკატი ( ვიდეოს ლინკს სტატიას აუცილებლად
დავურთავ)
მე საბჭოთა მედიისგან არც არაკორექტულბა გამკვირვებია და არც მორალისტურ -დიდაქტიკური პათოსი. ეს ხომ სისტემის ნაწილი იყო. მე იმან გამაკვირვა, რომ ამ თვალთმაქცობას თანამედროვე ახალგაზრდებშიც ყოლიათ აპოლოგეტები და ქომაგები, რაც კომენტარებში გამოვლინდა.
რას ემსახურებოდა საბჭოთა მედია
? საბჭოთა მედია, როგორც ასეთი, მისი აბსოლუტურად ყველა საშუალება
ემსახურებოდა “გადაჭარბებით “ შესრულებული გეგმების კიდევ უფრო გაზვიადებას, კომუნისტური იდეოლოგიის საყოველთაო, ინტენსიურ პროპაგანდას
, დანაშაულის, პრობლემების საგულდაგულო გადაფარვას “ პოზიტიური “
სიახლეებით და, რაც მთავარია, შეჩვენებას, იმ მოქალაქეების
“სამარცხვინო ბოძზე“ გაკვრას, რომელთაც მიდრეკილება ქონდათ
უსაქმურობისკენ ან კრიტიკული აზროვნებისკენ . საბჭოთა რესპუბლიკებში არ არსებობდა დანაშაული, არც გარყვნილება(გარყვნილება მხოლოდ სექსუალობას გულისხმობდა, მეტს არაფერს ) . ნულოვანი იყო ქურდობის მაჩვენებელიც . ყოველშემთხვევაში, ასე ჯეროდათ მოქალაქეებს . რატომ? იმიტომ რომ ამაზე მედია არ საუბრობდა, ვინაიდან ვერ ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას . არ არსებობდა ახალი ამბების მოთხოვნილება საზოგადოებაში . საზოგადოება ისედაც არავის არაფერს თხოვდა და მცირედითაც კმაყოფილი იყო .
არ აწუხებდა ვიტალური მოთხოვნილებები, ქონდა უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები,
თუმცა ეს მხოლოდ იქამდე, ვიდრე “სახელმწიფო ინტერესებისთან “
ჰარმონიაში ცხოვრობდა, რაც აზროვნებისკენ მიდრეკილების არქონას ნიშნავს.
ჩვენი მშობლების და ბებია -ბაბუების თაობას, რომელსაც ასევე საკმაოდ
ახასიათებთ ეს შემჩვენებლური პათოსი, ყველაზე დიდ მოსაგონრად 37 მანეთიანი
გადაფრენა აქვთ . ან განსხვავებული როგორ იქნებიან, როცა პოლიციაც,
სახელმწიფო ინსტიტუტებიც და მედიაც ამ ტონალობით საუბრობდა. მამაკაცები კი
მოგონებებს, ხშირად არარსებული ნატაშას და ლუდმილას შესახებ, ერთმანეთს
კულუარულად უზიარებენ . მოგონებებს იმ სექსუალური თავგადასავლების
შესახებ, რომლის არსებობასაც თავად სახელმწიფო უარყოფდა.
მართალია
, ტოტალიტარულ სახელმწიფოშ მედიას ერთი კაცი, დიქტატორი, აკონტროლებს,
მაგრამ საბჭოთა მედიის პრობლემა მხოლოდ დამოუკიდებლობის არქონა ან
საკუთარი, პირველადი ფუნქციისგან განდგომილება კი არ იყო, არამედ
უხარისხობაც, წიგნიერების მეტისმეტად დაბალი დონე და არავითარი
ინფორმაცია ჟურნალისტურ ეთიკაზე, რასაც “ გარყვნილი ევროპა“ ყოველთვის
ზედმიწევნით იცავდა.



ვიდეოს ლინკი :https://www.facebook.com/soctvofficial/
image

4
247
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
247
  
2017, 17 ივნისი, 11:53
მაპატიეთ, თუ არასწორად გავიგე კომენტარი , მეტად უნდა ჩავფიქრებულიყავი. გასაგებია, მაგრამ ეს სიუჟეტი არის ცარიელი ხარვეზი , რამაც მედიის რაობაზე დამაფიქრა იმ დროში . უფრო მეტად ძალიან ახალგაზრდა , მათ შორის სტუდენტების კომენტარებსმა, არც მათ ქონდათ წარმოდგენა თუ რამხელა ეთიკა და დეონტოლოგია მოეთხოვება მედიას. მეტიც ამართლებდნენ ამ ,,ვაი ჟურნალისტს,, და იმდროინდელ ნარკოპოლიტიკას . იმაზე აღარაფერს ვამბობ კომპექსიანი ხელისუფლება გააფთრებით რომ მალავდ ა პრობლემებს
2017, 17 ივნისი, 11:50
მერე ვინ გითხრა მედიაზე რამე? 100%-იანია შენი სტატია ძალიან მომეწონა და სიმართლეს წერ მაშინდელ მედიაზე.... ვერ მიმიხვდი... მე საერთო განწყობა და ჩამოყალიბებული სტერეოტიპი ვიგულისმხე რომელიც ახლანდელ თაობას ჩამოუყალიბდა...იმას ვამბობ რომ ისე არც წვიმდა როგორც აქუხებს თანამედროვე პროპაგანდა
2017, 17 ივნისი, 11:09
გმადლობთ კომენტარისთვის პირველ რიგში
შევეშვებოდი, ნახევარი საქართველო რომ არ მისტიროდეს . იმ დრომ იმდენად უკან დაგვხია , იმდენად დააზომბა აადმიანები , რომ მორალისტებად და სხვის განკითხვაში გამკითხველებად აქცია ., საკუთარ თავზე კი გაზვიადებული წარმოდგენა შეუქმნა. ეს პათოსია დღესაც ჩვენი მშობლების თაობა რომ გვლანძღავს დაუღალავად და ვერ იტანენ ჩვენი თავისუფლების ვერავითარ გამოვლინებას. მედიას მინიმუმ ეთიკა მოეთხოვება და ნუ ვიკამათებთ აქსიომაზე. თანამედროვე მედიას უამრავი ნაკლი აქვს , მაგრამ პროგრესი ცალსახაა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მედია ვერ/არ ასრულებდა თავის ფუნქციას, ებიძგებინა მოქალაქეებისთვის ფიქრისა და მსჯელობისკენ . უკიდურესობები კი არ ვიცი სად დაინახეთ. ისიც კარგად ვიცი , რომ თავის როლს ჩვენი მედია მთლად წარმათებით დღესაც ვერ ასრულებს , მაგრამ შედარება მართლა არაა.
2017, 17 ივნისი, 10:59
ორი უკიდურესობას ვხედავ...ახლა თქვენი სტატიიდან გამომდინარე(ისე ჩვენ ქართველებს გვახასიათებს ერთიუკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა..კომუსიტუ პროპაგანდა ხომ გვაბოლებდა...ახლა კიდევვ ახლანდელი პროპაგანდა გაბოლებთ იმ დროინდელ კომუნისტურ ცხოვრებაზე..და შეეესვით ამ სულელურ 37 მანეთიან კლიშეს..
0 1 4