x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სიმხნევე,რომელიც კლავს. როგორ ამოვიცნოთ კოფეინის ზედოზირება
image

16 წლის დევის ალენ კრიპმა დილით ლატე დალია, ცოტა ხნის შემდეგ გაზიანი სასმელიMountain Dew შემდეგ კი 1ქილა ენერგეტიკული სასმელი.და ეს ყველაფერი მხოლოდ 2 საათის განმავლობაში. ნახევარი საათის შემდეგ გაკვეთილზე ცუდად გახდა, არითმია დაეწყო და სასწრაფოს მოსვლისას გარდაიცვალა.

ჩამოთვლილი სასმელებიდან არც ერთი არ იყო საშიში. საშიში იმ კოფეინის რაოდენობა გახლდათ, რომელიც მან ამ სასმელებიდან თითქმის ერთ ჯერზე მიიღო.


რა არის კოფეინი?


image

კოფეინი ბუნებრივი სტიმულატორი და ფსქოაქტიური ნივთიერებაა, რომელსაც მცენარეები გამოიმუშავებენ, კოფეინის შემცველია ყავის მარცვლები და ჩაის ფოთლებიც.


როგორ მოქმედებს კოფეინი ტვინზე?

image

კოფეინი ხელს უშლის ტვინს აღმოაჩინოს ნივთიერება ადენოზინი, რომელიც ტვინს “შეტყობინებას" უგზავნის რომ სხეული დაიღალა.შედეგად, ტვინი მუშაობას არ ანელებს, რასაც ორგანიზმის გადაღლა და გამოფიტვა მოსდევს.


როგორ მოქმედებს კოფეინი სხეულზე?

image

კოფეინი მთელ სხეულზე ახდენს გავლენას. ტვინი ნერვული სისტემის სტიმულირებას ახდენს და ორგანიზმში ადრენალინი გამოიყოფა, რომელიც გულისცემის აჩქარებას და სისხლის წნევის მომატებას იწვევს.


რა რაოდენობის კოფეინი შეიძლება ადამიანმა მიიღოს?

image

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ კოფეინის მცირე დოზა სასარგებლოცაა. მოზრდილმა ადამიანმა 4 ჭიქაზე მეტი ყავა არ უნდა დალიოს დღეში. იდეალური ვარიანტია 2 ჭიქა.

კოფეინის დოზა 24 სთ-ის განმავლობაში 400 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილთათვის, მოზარდებისთვის-100მგ, ხოლო 10 წლამდე ბავშვებისთვის კი საერთოდ არაა სასურველი.


კოფეინის ზედოზირების სიმპტომები:

№1 შფოთვა და ნერვოზულობა

შფოთვა, ღელვა, აღგზნებულობა და ხელების კანკალიც.

image


№2თავბრუსხვევა და გულისრევა

თავბრუსხვევა, გულისრევა, დიარეა და ზოგჯერ სპაზმებიც.

image


№3 უძილობა

შეეცადეთ არ მიიღოთ კოფეინი შუადღის 13:00სთ-ის შემდეგ.

image


№4 გახშირებული გულისცემა

თუ გულსისხლძარღვთა დაავადება გაწუხებთ, ან კოფეინის შემცველ წამლებს სვამთ, ზედოზირებამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

image


რა შეიცავს კოფეინს?

ჭიქა ჩაი-14-70მგ

ჭიქა ყავა-95-200მგ

ენერგეტიკული სასმელი-200მგ

სხვადასხვა ტკბილი გაზიანი სასმელი-60-150მგ ჭიქაზე

image


როგორ მოვიქცეთ კოფეინის ზედოზირებისას?

თუ ზედოზირება მსუბუქადაა გამოხატული, თვითონ გაივლის, მხოლოდ მომდევნო 48 სთ-ის განმავლობაში კოფეინის შემცველი სითხეები გეკრძალებათ.მიიღეთ ბევრი წყალი, შეგიძლიათ აქტივირებული ნახშირიც ან სხვა ენტეროსორბენტი მიიღოთ.

სხვა შემთხვევებში, როცა თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

image



0
224
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0