x
მეტი
  • 24.09.2017
  • სტატია:69564
  • ვიდეო:322122
  • სურათი:423172
ინტერფერენცია

imageფსიქოლოგია
ინტერფერენცია ფსიქოლოგიაში, არის მეხსიერების ფენომენი, რომელიც ხდება მაშინ, როცა მიმნიშნებელი ვერ მოქმედებს სათანადოდ და ვერ აღადგენს შესაბამის ინფორმაციას. რაც უფრო დიდია ამ სპეციფიკურ მიმნიშნებელზე შესაძლო პასუხთა რაოდენობა, მით უფრო ძნელია ერთი სწორი პასუხის აღდგენა. მაგალითად, შეძლებთ თუ არა გაიხსენოთ, რამდენად განსხვავებულად გამოიხეხეთ კბილები ერთი კვირის წინ და დღეს დილით?მოსალოდნელია, რომ მოგონებები აირიოს ანუ მოხდეს ინტერფერენცია.

ინტერფერენცია შესაძლოა იყოს პროაქტიული ან რეტროაქტიული.
პროაქტიული ინტერფერენცია ნიშნავს, რომ წარსულში შეძენილი ინფორმაცია აძნელებს ახალი ინფორმაციის აღბეჭდვას, ხოლო რეტროაქტიული ინტერფერენცია იმაზე მიუთითებს, რომ ახალი
ინფორმაცია ხელს უშლის ძველის აღდგენას. მაგალითად, ორივე სახის ინტერფერენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც საბანკო ბარათს ცვლით.
თავიდან ახალი ბარათის ახალი პინკოდის დამახსოვრება ჭირს: ძველი კოდი „ამოხტება“ ხოლმე მეხსიერებიდან, მაგრამ როდესაც ბოლოს და ბოლოს კარგად დაიმახსოვრებთ ახალი ბარათის პინკოდს, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ძველი აღარ გახსოვთ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყენებდით.

როგორც მეხსიერების ბევრი სხვა მოვლენის, ინტერფერენციის
შესწავლაც ებინგჰაუსმა დაიწყო, რომელიც თავად სწავლობდა უაზრო მარცვალთა წყვილებს. მან აღმოაჩინა, რომ დასწავლილი 65% აღარ ახსოვდა. საინტერესოა, რომ როცა 50 წლის შემდეგ ერთ-ერთ კვლევაში ებინგჰაუსის ექსპერიმენტები გაიმეორეს, იგივე შედეგი მიიღეს. ის მწკრივები, რომელთაც კვლევის მონაწილეები უფრო ადრე სწავლობდნენ და ამას მრავალჯერადი განმეორების შედეგად აღწევდნენ, აღდგენისას ახლადნასწავლ მწკრივებში ერეოდათ ანუ იტერფერენცია ხდებოდა.


imageფიზიკა
ინტერფერენცია სინათლის ტალღური ბუნების ერთ-ერთი აშკარა გამოვლინებაა. ამ საინტერესო და ლამაზ მოვლენაზე დაკვირვება ხდება ორი ან რამდენიმე სინათლის კონის ურთიერთზედდების დროს. კონების გადაფარვის უბანში სინათლის ინტენსივობა ნათელი და ბნელი ზოლების მიმდევრობით ხასიათდება. თეთრი სინათლის გამოყენებისას ინტერფერენციული ზოლები სპექტრის სხვადასხვა ფერებადაა შეფერილი. ინტერფერენციულ მოვლენებს საკმაოდ ხშირად
ვხვდებით: ასფალტზე ზეთოვანი ლაქების ფერები, ფანჯრის გაყინული მინების შეფერილობა, ლამაზი შეფერილობის ნახატები ზოგიერთი პეპლისა და ხოჭოს ფრთებზე. ყველაფერი ეს ინტერფერენციის გამოვლინებაა.


სოციოლინგვისტიკა
ბილინგვი ადამიანის მეტყველებაში ხშირად ხდება ორი სხვადასხვა კოდისათვის დამახასიათებელი ნიშნების ზედდება, ანუ ინტერფერენცია, რომელიც განიმარტება როგორც ბილინგვის ერთი
რომელიმე ენის მეორეზე ნებისმიერი ზემოქმედება. ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ არაკონტროლირებადი პროცესი. შეგნებულ ნასესხებობებს ინტერფერენციასთან არაკავშირებენ. ინტერფერენციის მიმართულება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. უფრო ხშირად გამოყენებადი ენა უფრო ადვილად მოქმედებს მეორეზე. ამის აღმოჩენა საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებიც წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.

მედიცინა

მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს შერეული ინფექციების დროს, როდესაც ერთი სახეობის ვირუსები თრგუნავენ მეორე სახეობის ვირუსების მოქმედებას.

ქიმია
კვალის ტიპის ტექნიკა, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ განისაზღვროს ცილა-ნუკლეინის მჟავის კონტაქტები ნუკლეინის მჟავების წყვილთა დონეზე. ის იყენებს ნუკლეინის მჟავებს ისე, რომ ქიმიურად მხოლოდ ნუკლეოტიდების ნაწილის მოდიფიცირება ხდება.


წყარო: http://www.dictionary.css.ge/content/interference გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება.

http://physics.aidio.net/index.php/18-teoria/79-sinatlis-talrebis-interferencia

ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა: [სახელმძღვ.
სოციალ. მეცნიერებებისმაგისტრანტებისათვის / რედ.: ლიაკაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002.

http://www.medgeo.net/2009/12/22/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90/სამედიცინოენციკლოპედიურიგანმარტებითილექსიკონი

http://physics.aidio.net/index.php/18-teoria/79-sinatlis-talrebis-interferencia

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0