x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მწვანეთვალება 4
image-აბა ფეხი როგორ გაქვს?მიეგება ექიმის კაბინეტიდან გამოსულ ქეთას გეგა..

-ყველაფერი კარგად არისო ექიმმა...

-ანუ შეგიძლია ისევ ამაყად აუარო ქუჩაში ადამიანებს გვერდი მაღალი ქუსლებით...

-ქუსლებს მომიწევს დავემშვიდობო ცოტახნით.


-წავედით სჯობს სხვა ადგილი ვიპოვოთ სასაუბროდ ...

გეგამ ხელი ჩასჭიდა ქეთის და დერეფანს გაუყვა..

-გაჩერდი..

-რაიყო?..

-იქნებ ცოტა ნელა, ჯერ კიდევ ვერ დავდივარ შენსავით ჩქარა...

-ისევ გტკივა..

-ცუდი შეგრძნება მაქვს ფეხს რომ ვდგამ...

-ასე აჯობებს... გეგამ ისევ თოჯინასავით აიტაცა ქეთი ხელში და კიბეები სირბილით ჩაიარა...

-დამსვი, მძიმე ვარ..ვშიშობ ისევ დამამტვრევ და მეორე ფეხსაც მომტეხავ..

მაგრამ გეგას ქეთის საუბრისთვის არც მოუსმენია მხოლოდ მაშინ დასვა როდესაც მანქანასთან მივიდნენ...

-ტყუილად აბრალებდი თაბაშირს ისედაც კარგი მძიმე ყოფილხარ..ღმად ამოისუნთქა გეგამ და ქეთის მანქანის კარგი გაუღო...

-გეგა..

-ხო ქეთ...

-მადლობა ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე...

-ყველა ასე მოიქცეოდა..

-არა ყველა არ მოიქცეოდა ასე..და იცი რა?

-რა?

-ეხლა სახლში წასვლა ნამდვილად არ მინდა და შენ თუ დრო გაქვს თუ არავინ გელოდება მინდა ჩემს საყვარელ ადგილას დაგპატიჟო თან ვეცდები მადლობა გადაგიხადო..

-რომც მელოდებოდეს ამ წამს მაინც დარჩენას ვამჯობინებდი..

-ხოდა მაშინ მე და შენ ყველაზე მაგარი პიცა ვჭამოთ მოსულა...

-პიცა? მეგონა კოცნას მაინც დავიმსახურებდი ასეთი მზრუნველი რომ ვიყავი იმიტომ...

-იყოს არ მინდა...შენი შეყვარებულის გაბრაზებას მოვერიდები..

-აბა მითხარით ჩემო მწვანეთვალება სად მზადდება ყველაზე გემრიელი პიცა? "ჩემო"ამ პატარა სიტყვამ ამ წუთას ქეთის გული აუთრთოლა, სუნთქვა გაუჭირდა რომ არ გაგუდულიყო მინა ქამოწია...

-აქვეა ახლოს წავიდეთ და გზას გასწავლი..

-უყურე სტუმარს აქეთ მასწავლის გზას..იცი რა ვჭამოთ მერე კი მე გაჩვენებ ზღაპრულ ადგილებს დარწმუნებული ვარ არავინ წაგიყვანდა შენ იქ..

-ნუ ბორჯომელებმა ჯერ ვერ შეძლეს ჩემი გაკვირვება...

-ნუ მაგ კატეგორიაში მე ნუ შემიყვან..

-ვნახოთ რას მაჩვენებ ისეთ რაც არ მინახავს?

-მოდი დავნიძლავდეთ..თუ სამ ადგილს გაჩვენებ რომელიც არ გაქვს ნანახი მაშინ ერთ სურვილს შემისრულებ..

-მოსულა.თუ გინდა სამი იყოს..მაინც შენ წააგებ...

-მოსულა, მაგ სიტყვებს განანებ...

-მიდი...

-ტყუილებს არ ვართ...

მთელი დღე არ გაჩერებულან თითქმის მთელი ქალაქი მოატარა გეგამ ქეთის ბოლოს კი მის საყვარელ ადგილას მოიყვანა...

მზე უკვე ჩადიოდა ყველაზე მაღალი კლდიდან უმზერდნენ როგორ იძინებდა ქალაქი...იმდენად მაღალზე იყვნენ ადამიანი იფიქრებდა თუ მოვინდომებ ვარსკვლავებსაც მოვწყვეტო...

ქეთი კლდის ნაპირზე იდგა და ულამაზესი ხედებით ტკბებოდა...

-აბა რას იტყვი? ესეთი მზის ჩასვლა გინახავს?

-მოიგე..

-ეგ თავიდანვე ვიცოდი..

-არ გინდა ეხლა...

-მე ერთ სურვილზეც თანახმა ვიყავი მაგრამ რაღამც ასე ძალიან გინდა იყოს სამი...

-იმედია ბოროტი სურვილები არ გექნება...

-გააჩნია შენ რას ჩამითვლი სიბოროტედ...

-აი, მაგალითად თუ მთხოვ ამ კლდიდან გადახტიო..

-ვერ გაგიმეტებ..

-ვაიმე, ისე მართლა რა მაღალზე ვართ კიდევ უფრო მიიწია ნაპირისკენ ქეთიმ ქვემოდ ჩასახედად..

-რას აკეთებ?გაგიჟდი? ხელში ხელი ჩაავლო გეგამ და მისკენ მისწია...

მათი თვალები ისევ შეეფეთნენ ერთმანეთს..

-ნუ გეშინია არ გადავხტები მიყვარს ჩემი თავი...წავიდეთ...

გეგამ წამით გაიფიქრა გაეშვა ხელი მაგრამ ამის გაკეთება არ სურდა.მის მკლავებში მოქცეული იყო ქალი რომლის სურვილიც დანახვის წამიდან აგიჟებდა..დაიხარა და ქეთის ტუჩებს დაეწაფა...

"რას აკეთებ"სცადა ტუჩების არიდება ქეთიმ.."ერთადერთ სურვილს ვისრულებ"

კიდევ უფრო მიიზიდა ქეთი მისკენ და ისევ შეეწება მათი ტუჩები ერთმანეთს..წამით ქეთიც აჰყვა ვნებას მაგრამ მალე მოეგო გონს...

-გეგა გთხოვ არ გინდა ...პატარა დასჯილი ბავშვივით მიეკრა გეგას გულზე..."გთხოვ წამიყვანე აქედან" ერთიდაიგივეს იმეორებდა ქეთი და უფრო ძლიერად ეკვროდა გეგას მერე უცებ თითქოს გონება გაუნათდაო გეგას მოსცილდა და მანქანაში ჩაჯდა..

გეგა ცოტახანს კიდევ იდგა ნაპირთან სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა მერე მანქანაში უსიტყვოდ ჩაჯდა ..

ნახევარი გზა ისე გაიარეს ხმა არცერთს არ ამოუღია..

-ქეთ, მაპატიე..

- -----------

-არ მინდა ცუდად იყო..მაპატიე მეთქი არ გესმის? მაპატიე!

- -------------

-ანდა რატო უნდა ვიხდიდე ბოდიშს იმითვის რაც ორივეს გვინდოდა ვერ ხვდები?მომწონხარ, მიზიდავ და ....

- გაჩუმდი გეგა

-რისთვის მსჯი?იმისთვის რომ ორმა სრულწლოვანმა ჩამოყალიბებულმა ადამიანმა ერთმანეთს ვაკოცეთ?

- კარგი, არ ვუარყობ მეც გაკოცე, წამიერი სისუსტე გამოვიჩინე, შეუძლებელია დარჩე შენი შარმის წინაშე გულგრილი..მაგრამ ეს აღარ განმეორდება. დაივიწყეე...

-და თუ არ მინდა ამის დავიწყება...

-დაივიწყებ იმიტომ რომ შეყვარებული გყავს რომელსაც ვერ დაივიწყებ, მეც ვერ დავივიწყებ ეხლაც თვალწინ მიდგას თქვენი ფოტოები..

-ქეთ...

-გთხოვ, ნუ გავაფუჭებთ იმ კარგს რაც ჩვენს შორის იყოო...ხვალ შენ წახვალ, მეც ცხოვრებას გავაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში..და თუ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ვცადოთ ვიყოთ კარგი მეგობრები...

-ქეთ გეფიცები მართლა არ მინდოდა შენ გული გტკენოდა..

-მჯერა..

საუბარი აღარ გაუგრძელებიათ უკვე კარგად ბნელოდა ქეთის ბინასთან რომ მივიდნენ...

"მშვიდობით გეგა" ქეთი გეგასკენ მიბრუნდა და ლოყაზე აკოცა ...

" მშვიდობით არა შეხვედრამდე ქეთი" ქეთისკენ არც მიუხედავს ისე შეუსწორა გეგამ...

ქეთის აღარაფერი უთქვამს უხმოდ გადავიდა მანქანიდან და სიბნელეში დაიკარგა....

სახლში დაბრუნებულმა ტანსაცმელი ჩანთაში ერთიანად ჩატენა მანქანის გასაღები ზურას ესროლა "თბილისი მივდივართ დაჯექი საჭესთან"

-ხვალ წავიდეთ გაგიჟდება ბებიაშენი..

-არა ახლავე წავიდეთ..

-მოხდა რამე?

მხოლოდ მაშინ კითხა ზურამ როცა მანქანაში ჩაჯდნენ...

-არაფერი..

-ვშიშობ არ მოგეწონება რასაც გეტყვი მაგრამ მაინც გეტყვი...დღეს ნინიმ დამირეკა..სამჯერ ტელეფონი აქვს გამორთულიო..ნერვიულობდა...

რას აკეთებ რას ერჩი იმ ბავშვს?

-მიდი ხო ყველამ გადამიარეთ..

-უბრალოდ მინდა რომ ცხოვრება არ გაირთულო...

ტონი შეცვალა ზურას მიხვდა რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ ქონდა რადგანაც გეგა მის ერთ სიტყვას არათუ გაითვალისწინებდა არც მოისმენდა...

გაგრძელება იქნება ....


სიყვარულით ინტერ-გოგონა





0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0