x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მღელვარების მაძებარი პიროვნების თეორია
imageფსიქოლოგსა და APA-ს ყოფილ პრეზიდენტს - ფრენკ ფერლის აინტერესებდა საკითხი, თუ როგორ იმკვიდრებს თავს მღელვარების, სიამოვნების მაძებარი პიროვნების თრეიტი ფართო საზოგადოებაში, ხოლო საზოგადოება კი თავის მხრივ, როგორ იღებს აქედან პოზიტიურ ასპექტებს და როგორ უკუაგდებს ნეგატიურს. ფერლიმ შექმნა პიროვნების მოდელი, რომელიც გადმოგვცემს, აღწერს დიდ T (Thrill-seeking) პიროვნებას.

მისი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია ადამიანის სულში, არის ამაღელვებელი და საინტერესო ცხოვრების წესი.


მღელვარების მაძებარი პიროვნების კვლევისას, ფერლიმ იმოგზაურა ნეპალში, სადაც მან ინტერვიუ ჩაწერა ევერესტის ალპინისტებთან, აგრეთვე ჩინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. აქ მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი სახის რბოლაში, რომელიც ეხებოდა აეროსტატით ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას. ფერლიმ იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, რათა აღმოეჩინა და ეკვლია რისკის მოყვარული ადამიანები.


ფერლის მოდელში, დიდი T პიროვნების „პოზიტიურ“ წარმომადგენლად ითვლება ისეთი ადამიანი, რომელიც დაკავებულია ექსტრემალური სპორტით, როგორიცაა პარაშუტით ხტომა ან დელტაპლანით ფრენა, აგრეთვე შემოქმედებითი მეცნიერებით ან ხელოვნებით დაკავებული ადამიანები. ამის საპირისპიროდ, დიდი T პიროვნების „ნეგატიურ“ წარმომადგენლად ითვლება ადამიანი, რომელიც ჩადის დანაშაულს, არის მოძალადე ან ტერორისტი, რასაც აკეთებს მღელვარების, სიამოვნების შეგრძნების გამო. ის ამით წარმოაჩენს პიროვნების ამ თრეიტის უარყოფით მხარეს.


დიდი T-ს პოზიტიური პიროვნება სიამოვნებას შეიძლება იღებდეს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობებისგან. მაგალითად, ალბერტ აინშტაინი იყო პირობნება, რომელიც სიამოვნებას იღებდა ინტელექტუალური, გონებრივი საქმიანობისა და აღმოჩენებისგან. ფერლი მღელვარების ძებნას ხედავს ყველაფერში - დაწყებული ყველაზე უბრალო ეფექტებიდან, დამთავრებული ყველაზე უჩვეულოთი და განსაკუთრებულით.



ფერლი აღნიშნავს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა აშშ, ე.წ. დიდმა T ერმა შეუქმნა საზოგადოებას რისკით სავსე, ექსტრემალური თავგადასავლების ძიებისა და განცდის საშუალება. მაშინ როდესაც ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი ამის საშუალება ხალხს არ ეძლევა სტრუქტურირებული კულტურის გამო.

ხშირად, სწორედ ექსტრემალების, რისკის მოყვარული პიროვნებების საშუალებით იღებენ დემოკრატიული სახელმწიოფები ეკონომიკურ სარგებელს, რადგან ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო წარმატებულები ხდებიან თავიანთ მისწრაფებებში. ამის მაგალითად ფერლის მოჰყავს კოლეჯიდან გამოგდებული და Microsoft-ის დამაარსებელი - ბილ გეითსი, რომლის იდეებმა და ინოვაციებმა სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.


მიუხედავად ყველაფრისა, ფერლი მაინც ხედავს უთანხმოებას მღელვარების-მაძიებლებსა და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც უსაფრთხო ცხოვრება ურჩევნიათ. ამ უთანხმოებას ამძაფრებს ის ფაქტი, თუ რამდენი ალპინისტი იღუპება ყოველწლიურად ევერესტის
დაპყრობის მცდელობისას. თუმცა მათივე თქმით “ჩვენ ყველანი მოკვდავნი ვართ და ეს რისკი ამად ღირს.”


ფერლისგან განსხვავებით, სპორტული ფსიქოლოგი კრის კარი გამოკვეთს განსხვავებულ აზრსა და ფენომენს. ის მუშაობს ათლეტებთან და თვლის, რომ მათ სიამოვნებას ანიჭებს არა მღელვარება გამოწვეული ფიზიკური დატვირთულობისგან, არამედ ის სიმშვიდის გრძნობა, რომელსაც განიცდიან თავიანთი საქმის საუკეთესოდ შესრულებისას.



წყარო: Munsey, C. (2006). Frisky, but more risky. Monitor on Psychology, 37(7), 40.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ კავთუაშვილი
თამარ კავთუაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0