x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იუნა შაფათავა: ადრე..სამშობლოს და გულისმომკვლელ "დაუკარიზე" ვტიროდით. დღეს- დეისაძე-მაისურაძის დუეტმა შეცვალა და "თესლი შავი ზედა"ს მღერით

image

"ადრე მიტინგი პარლამენტის წინ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას
მიყავდათ. ვმღეროდით ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, სამშობლოს და გულისმომკვლელ
"დაუკარიზე" ვტიროდით.
დღეს- დეისაძე-მაისურაძის დუეტმა შეცვალა და "თესლი შავი ზედა"ს მღერით(შენიშვნა: ნაგულისხმებია Birja Mafia-იას სიმღერა)
იგრძენით ს ხ ვ ა ო ბ ა მასშტაბში და იდეებში: დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო ადრე და პლანის მოწევა-ჯიბეზე ტარებას ნუ გვიკრძალავთ არის დღეს

ჰა, ვინ შემედავებით? მგონი ისედაც სხვაობა გასაგებია ტლუსთვისაც ხო,
"მამათა და შვილთა ბრძოლა" კი არა და, არც დავამთქნარებ თქვენს ოპონენტად
დასადგომად

ჩვენ XX საუკუნის შვილები ვართ, გენიოსების და რევოლუციური იდეების.
კაცობრიობის რენესანსის და სისხლისღვრის, წამების, ომების, პაციფისტების და
ლეგენდარული ჰიპების, ბრწყინვალე პოლიტიკოსების და კულტურის შედევრების,
მილიონჯერ დაცემის და აღმავლობის! და პირადად მე, ვერ ვხედავ მიზეზს,
რენესანსი თვითმკვლელობის აბსურდზე გავცვალო.
ნუ გვედრებით. უნდა დაიმსახუროთ, წარსულთან, გეკუთვნოდეთ. და უნდა გესმოდეთ, პასუხისმგებლობა.
image

როგორც ჩემი სტუდენტობის მეგობარმა თქვა: ჩვენ თაობაში იდეებისთვის და
სამშობლოსთვის დაღუპული ჩვენი მეგობრების საფლავები უნდა ალაგოთ და
სანთლები უნთოთ, რომ დღეს აქ ხართ, ჩვენზე გადატყდა ჯოხი და ჩვენზე გადაიარა
ყველაფერმა.
"მამათა და შვილთა ბრძოლისთვის" ეპოქის შვილები უნდა იყოთ.
თქვენ კი სარეველასავით იქცევით. აგირიეს ტვინი, ფარად აგიფარეს ახვრებმა. არ მჯერა, რომ ჩვენ არ ვაჯობებთ ჩვენი გამოცდილებით.

არავის ვთაგავ. იმდენია ასეთი იდეალის მატარებელი მკვდარი, მიწაში,
დაკარგულში დაღუპული, ხელი არ მიტრიალდება, ჩვენ, ცოცხლები დავთაგო.
მაგრამ მე მახსოვს და ნამდვილი
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს იდეის სახელით, ამ არარაობა ლოზუნგებით და ადამიანობის სიკვდილის იდეით, არ დავთმობ, არ გაგატარებთ.
#nopasaran
#არანარკომაფიას
#არაახლგაზრდებისგამოყენებას"-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა.

0
353
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0