x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ქათამი, რომელიც აშშ-ში იმდენივე ღირს, რამდენიც ჩვენთან მეორადი ავტომობილი

უმრავლესობისთვის, ქათმის კვერცხი თეთრი და ყავისფერი არის. გარდა ამ ორი ფერისა, როგორც გაირკვა, მაღაზიების თაროებზე შეიძლება ბუნებრივად ცისფერი და მწვანე ფერის ნაჭუჭიანი ქათმის კვერცხიც ეწყოს, რომელიც სხვა კვერცხებისგან, მხოლოდ ფერით და გაორმაგებული ფასით განსხვავდება.


image


გარდა ხსენებული ფერის კვერცხისა, არის კიდევ შავი კვერცხიც, მაგრამ იქიდან გამოჩეკილი წიწილები იმდენად ძვირია, რომ ერთი ან თუნდაც ორი კვერცხის ფასად, ნამდვილად არავინ გაყიდის.

imageროგორც გაირკვა, შავი კვერცხი ქათამმა გენეტიკური მუტაციის გამო დადო, რომლიდანაც სრულიად შავი წიწილები გამოიჩეკნენ.

აშშ-ში და ევროპაში, ნახშირივით შავი ქათამი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მაგრამ, მაგ., ინდონეზიაში, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

სამწუხაროდ, ფერის გარდა, ეს ფრინველი, ჩვეულებრივი ქათმებისგან, არაფრით განსხვავდება. შავი კანის და ხორცი მიუხედავად, მას გემოც ისეთივე აქვს, როგორიც აქაურ ქათმებს.
ფლორიდის ფერმებში, ასეთი ქათმის წიწილებს, თითოს, 2 000 დოლარად ყიდიან! შედარებისთვის — ჩვეულებრივი, კვერცხის მდებელი ქათამი ამერიკაში 50 – 100 დოლარი ღირს!


3
494
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
494
  
2017, 17 ივნისი, 12:30
მე მგონი, ისეთივე, როგორც ყავისფერიდან. განსაკუთრებული რომ იჩეკებოდეს, არც მაგას კვერცხს გაყიდიან.
2017, 16 ივნისი, 23:37
შევღებავ შავად კვერცხს და გავყიდი ამერიკაში :D
2017, 16 ივნისი, 23:34
ლურჯი და მწვანე კვერცხებიდან როგორი ფერის იჩეკებიან? :D
0 1 3